C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, წელიწადში 20 000 პაციენტს უმკურნალებენ

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, წელიწადში 20 000 პაციენტს უმკურნალებენ

ჯანმრთელობის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ალბათ იანვარში მოეწერება ხელი. როგორც სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად შეკითხვა ისმებოდა, თუ როდის დაიწყებოდა პროგრამის მეორე ეტაპი.

"ახალ პროექტს სავარაუდოდ იანვარში მოვაწერთ ხელს, მაგრამ ჩატარებული პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა იმდენად გამჭვირვალე და ეფექტური იყო, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი უწყვეტად განხორციელებულიყო და დღეის მდგომარეობით არა 5000, არამედ 6300 ადამიანია ჩართული პროგრამაში. ძალიან მალე შემოვა კიდევ ახალი პრეპარატი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას და კიდევ უფრო შეამცირებს გვერდით მოვლენებს", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა და საზოგადოებას სთხოვა, რომ C ჰეპატიტის ვირუსის დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილმა პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაიცვან და მეორე, ყველას მოუწოდა ჩაერთონ სკრინინგის აღმოჩენის თავისუფალი მიწვდომადობის პროგრამაში.

კითხვაზე, რამდენი ადამიანის მკურნალობა იგეგმება მომავალ წელს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საწყისი დიზაინი, რომელიც თავიდანვე არსებობდა, ახლაც ძალაშია, ანუ მოიაზრება, რომ წელიწადში აღნიშნული პროექტი გათვლილია 20 000 პაციენტის მკურნალობაზე. მინისტრის თქმით, წელიწადში 20 000 ადამიანის მკურნალობა გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო პაციენტი არ მიიღებს იმას, რისი მიღებაც მას სჭირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია