როგორ შეიცვლება ბათუმის ბულვარი - აჭარის მთავრობის ახალი პროექტის დეტალები

როგორ შეიცვლება ბათუმის ბულვარი - აჭარის მთავრობის ახალი პროექტის დეტალები

ბათუმის ისტორიული ბულვარი სულ მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. აჭარის მთავრობა 130 წლიანი ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც მნიშვნელოვნად გააკეთილშობილებს ტერიტორიის ამჟამინდელ იერსახეს. ახალი ფერები, მეტი გამწვანება და მყუდრო სარეკრეაციო ზონები რუხი ასფალტის ნაცვლად - ეს არის ის ძირითადი მიმართულება რასაც კონცეფციის ავტორი, კომპანია Dreamland Oasis გვთავაზობს.

პროექტის მიხედვით, ბულვარში არსებული სამზოლიანი ხეივნი ორზოლიან სისტემაზე გადადის, თუმცა უცვლელი რჩება ბულვარის სქემატური ავთენტურობა. კერძოდ, აღნიშნული ხეივანის შუა ზოლში დაზიანებული ასფალტის 5200 კვ.მ-იან მონაკვეთს ლანდშაფტური ელემენტები ჩაანაცვლებს, რაც ბულვარში მწვანე საფარს 120%-ით გაზრდის.

კონცეფციის თანახმად, 1600 მეტრიანი ხეივანი სხვადასხვა თემატიკის სარეკრეაციო სივრცეებად დაიყოფა, რომლებიც ერთმანეთს გამავალი ბილიკებით დაუკავშირდება. მოეწყობა მზის საათის მოედანი, პლანეტების სკვერი, იაპონური ბაღი, ე.წ. ცეცხლის ზონა, დაფნის ლაბირინთი და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ასაკის დამსვენებელზე იქნება გათვლილი. აქვე განთავსდება, მსუბუქი კონსტრუქციის ლანდშაფტთან ინტეგრირებული რამდენიმე კაფეც, რომელიც უკვე არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით დაპროექტდება.

"ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანთა ნაკადების გადანაწილება მთელი ბულვარის ტერიტორიაზე," ამბობს პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორი გიორგი ჯამარჯაშვილი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია