პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამამ სტარტი 2013 წელს აიღო. იდეის ავტორი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გახლავთ. რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, როგორი ფორმით ახდენს მათ რესოციალიზაციას საზოგადოებაში? - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსმა, ნინო ბისეიშვილმა გვიამბო.

- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედი სსიპ ვართ. მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად ბევრი პატიმარი გათავისუფლდა. ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე ზრუნვა აუცილებელია. ბენეფიციარები ყოფილი პატიმრები არიან. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.

- ამ ადამიანებს რა სახის მომსახურებას სთავაზობთ?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. რეაბილიტაციის პროცესში ჩაბმული არიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი. მნიშვნელოვანია, ბენეფიციართან ერთად, მისი უახლოესი სოციალური წრის გაძლიერებაც. სოციალური მუშაკი ეხმარება ბენეფიციარსა და მის ოჯახს პირადი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი ბენეფიციარები პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში უფასოდ გადიან. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პროფესიის დაუფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. თუ ყოფილ პატიმარსა და მისი ოჯახის წევრს აქვს სურვილი, ერთდროულად შეისწავლოს ოფის-მენეჯერის პროფესია და დურგლობა, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ.

- ყოფილი პატიმრები აქტიურობენ?

- ყოფილ პატიმართან მუშაობას იწყებს სოციალური მუშაკი. ცენტრის თანამშრომლები მას სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, საბოლოო არჩევანს კი ბენეფიციარი აკეთებს. სოციალურ მუშაკს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ბენეფიციარს მის წინაშე არსებული პრობლემები დაანახვოს. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, ვასწავლით, რეაბილიტაციის პროცესის განმავლობაში, ყოველ ეტაპს მასთან ერთად ვგეგმავთ.

- ამ ქვეყანაში მუდმივად არის ლაპარაკი, ერთი მხრივ, დასაქმების პრობლემაზე და მეორე მხრივ - კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე. თქვენ აძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას, ისწავლონ ხელობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია; წესით, დიდი აქტივობა უნდა იყოს. წლის განმავლობაში რამდენ ბენეფიციარს იღებთ?

- სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ვხვდებით პატიმრებს, რომლებსაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 1-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს არის საინფორმაციო ტიპის ინდივიდუალური შეხვედრები. ვაცნობთ პროგრამას, დეტალურად ვუხსნით, რა ტიპის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. ზოგიერთი იქვე გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და მომართვის ფორმას ავსებს. ჩვენთვის ცნობილია, როდის ტოვებს დაწესებულებას მსჯავრდადებული, და სოციალური მუშაკი იმ დროს უკავშირდება. დაწესებულებებში გაკრულია პლაკატები ჩვენი პროგრამის შესახებ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, არსებობენ ყოფილი პატიმრები, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ არაფერი სმენიათ. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხით დაინტერესდით: შესაძლოა, ამ სტატიიდან პროგრამის შესახებ არაერთმა ადამიანმა შეიტყოს. 2013 წლიდან დღემდე პროგრამაში ჩაბმულ ადამიანთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი ბენეფიციარებიც ასრულებენ, ხშირად თავად მოჰყავთ ნაცნობები. მხოლოდ 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პროგრამით 800-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია