"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

"მეკობრეები" ინტერნეტიდან ანუ როგორ შევქმნათ "მედიაჰოლდინგი" სახლის პირობებში

სახლის პირობებში "მედიაჰოლდინგების" შექმნა ძალიან მარტივი ყოფილა. გჭირდება კომპიუტერი და მეტნაკლებად გამართული საიტი. შემდეგ შეგიძლია სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული საავტორო მასალები მოიპარო და ამით შეეცადო პოპულარობისა და შემოსავლის მიღებას. იქნებ გააბრიყვო რომელიმე ბიზნესმენი, რომ პარაზიტობით პოპულარობამოხვეჭილ "მედიაჰოლდინგში" რეკლამა დაგიკვეთოს. რა თქმა უნდა, "მეკობრე" საიტების შემქნელებს არ ანაღვლებთ, თუ რა უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ რეკლამის დამკვეთს. იმაზე მეტი ანტირეკლამა რაღა უნდა იყოს, რომ ქურდს უკვეთავ რეკლამას - ამით ხომ შენც ქურდობის თანამონაწილე გამოდიხარ?! ეს იგივეა, რომ რომელიმე მსხვილმა კომპანიამ ტელევიზიით მანქანა გაათამაშოს და შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს მანქანა მოპარული ყოფილა.

"პალიტრა მედია" დაახლოებით ერთი წლის წინ მოუწოდებდა "მეკობრეებს", რომ შეეწყვიტათ სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალების მითვისების მავნე პრაქტიკა. სამწუხაროდ, მოწოდებას მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდი გამოეხმაურა, "პარაზიტობამ" კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო. გაჩნდნენ ახალ-ახალი ე.წ. საინფორმაციო პორტალები", რომლებიც უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო სწრაფად მოიპარავს ორიგინალურ, ექსკლუზიურ მასალას რეალური საინფორმაციო ვებპორტალებიდან. "პალიტრა მედიამ" გადაწყვიტა საავტორო უფლებები სამართლებლივი მექანიზმებით დაეცვა - ნებისმიერი მასალა, რომელიც "პალიტრა მედიის" კონკრეტული მედიასაშუალების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება ამა თუ იმ ვებგვერდზე, სასამართლო დავის საგანი გახდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ორი "მეკობრე" ვებგვერდის წინააღმდეგ. პარალელურად, რამდენიმე სარჩელი კიდევ მზადდება. ანა სამსონია, "პალიტრა მედიის" იურისტი: "პალიტრა მედიაში" ყოველდღიურად იქმნება ინტელექტუალური საკუთრება - საავტორო და ექსკლუზიური პუბლიკაციები, ფოტო და ვიდეო მასალები და სხვა. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა სუბიექტებმა "პალიტრა მედიის" მასალების უკანონო გამოყენებითა და მითვისებით ბიზნესის წარმოება გადაწყვიტეს. მაგალითად, ვებგვერდები www.baidu.ge, mcvane.ge "პალიტრა მედიის" მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ საავტორო მასალებს "აკოპირებენ" და შემდეგ საკუთარ საიტსა და სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია