1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს

1 წელიწადში თხილის ფასი განახევრდა - რა ბედი ელის ბიზნესს

წინა წელთან შედარებით, თხილი 52%-ით გაიაფდა. ფასთან ერთად, მოთხოვნაც ერთბაშად შემცირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლეთ საქართველოში მდებარე თხილის ქარხნებმა პროდუქტის ჩაბარებაზე უარი თქვეს. როგორც ქარხნებში აცხადებენ, რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ჯერჯერობით ექსპორტსაც ვერ ახორციელებენ. ევროპაში ქართულ თხილზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო. დაბალ ფასად თხილის რეალიზაციისგან თავს იკავებს მოსახლეობაც. მიუხედავად ამისა, ოფციალური მონაცემებით, რომელსაც "საქსტატი" აქვეყნებს, შარშანდელთან შედარებით, თხილის ექსპორტი კვლავაც მოწინავე პოზიციაზეა. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 8 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო მთლიან ექსპორტში მისი წილი 8,1%-ია, რითაც პირველ ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პოდუქტებს შორის.

შარშან ამ დროს თხილი 12,5 ლარი ღირდა, რამაც მწარმოებლებს დიდი სტიმული მისცა და მოსახლეობაც მისი მოშენებით მასობრივად დაინტერესდა. მაღალი ფასი დიდხანს არ შენარჩუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონი საკმაოდ იმედიანად დაიწყო და ნედლი თხილის ყიდვა 4-5 ლარად იყო შესაძლებელი, მას შემდეგ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვალა. ყველაზე ძვირი თხილი ზაფხულში ღირდა, როცა ფასი 8 ლარამდე გაიზარდა. უკვე სექტემბერში კი, ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით (რაც თხილის გაიაფების მიზეზად დასახელდა) თხილი ერთბაშად 2,50-3 ლარით გაიაფდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლებოდა. ნოემბრის ბოლოს თხილი მოულოდნელად 3 ლარით გაიაფდა და შემდეგ 1,50 ლარით გაძვირდა.

ბოლო ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი 5 ლარზე ძვირდა ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს იითხოვენ, რის გამოც ადგილოზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია