პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მაქვს პატივი გამცნოთ, რომ დღეს, 2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომელის საფუძველზეც იქნა შეწყალებული 238 მსჯავრდებული. ამ 238 მსჯავრდებულიდან ქალბატონია - 18, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებული არის - 3. დღესვე, 25 დეკემბერს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს 172 მსჯავრდებული. ეს 172 მსჯავრდებული პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა საპატიმრო სასჯელიდან, ამ 172 მსჯავრდებულიდან 11 არის ქალბატონი და ორი არის არასრულწლოვანი. დანარჩენი 66 მსჯავრდებული, რომელიც არის შეწყალებული დარჩება საპატიმრო დაწესებულებებში, მათ შეუმცირდებათ დარჩენილი სასჯელი. ეს არის იმ შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული იმ 1452 საქმიდან შერჩეული მსჯავრდებულები, რომელიც პორეზიდენტმა დღეს, 2015 წლის 25 დეკემბერს შეიწყალა", - განაცხად ქორიძემ.

მისივე თქმით, შეწყალება შეეხო როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს. უმეტესობა მათგანი კი, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულები არიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია