სამუშაო ადგილები, სადაც შაბათ-კვირას სოლიდური თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი

სამუშაო ადგილები, სადაც შაბათ-კვირას სოლიდური თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი

თუ თქვენ მუშაობთ და გსურთ დასვენების დღეებში დამატებითი თანხა გამოიმუშავოთ, მაშინ რომელიმე ისეთ საქმიანობას უნდა მიმართოთ, რაც მოთხოვნადიცაა და მარტივად შესასრულებელიც.

"ბიზნეს ინსაიდერი" იმ სამუშაო ადგილების სიას აქვეყნებს, სადაც შაბათ-კვირას მუშაობით მსურველს საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავება შეუძლია.

1. DVD დისკზე გადამწერი. ძველი ვიდეოჩანაწერები რომ აიღოთ და ის მსურველს უბრალოდ DVD დისკზე ჩაუწეროთ, ჩათვალეთ, რომ გარკვეულ თანხას გამოიმუშავებთ. ბევრს აქვს ძველი ვიდეოფირები, თუმცა ყველას ავიწყდება მისი DVD დისკზე გადაწერა, ან უბრალოდ, დრო არ აქვს და მზადაა ამისთვის გარკვეული თანხა გადაიხადოს. შესაძლოა, ამ სერვისს მსურველს ბევრი კომპანია სთავაზობს, თუმცა თქვენც შეგიძლიათ კლიენტების მოზიდვა, თუნდაც დამატებითი მომსახურების შეთავაზებით, მაგალითად, ბინაზე მიტანის სერვისი.

2. დამლაგებელი. საკმაოდ ძვირია სახლის დალაგების სერვისი. შესაბამისად, ამ საქმის შესრულებით სოლიდური თანხის გამომუშავება შესაძლებელია. თუ თქვენ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ მხოლოდ მცირე ინსტრუქციას წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა დაალაგოთ სახლი და სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად მზად იქნებით.

3. ბუღალტერი. საკმაოდ რთულია კვალიფიციური, სანდო, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი ბუღალტრის დაქირავება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია