"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?

"სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ" - რატომ თქვა ექიმობაზე უარი და სად გაიცნო მომავალი მეუღლე გიორგი კვირიკაშვილმა?

"კირის პალიტრის" არქივი ინახავს მომავალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვრცელ ინტერვიუს, რომელშიც საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ინტერვიუ მისი მეუღლის მონაყოლით იწყება. გთავაზობთ სტატიას არქივიდან:

მაკა ცინაძე, გიორგი კვირიკაშვილის მეუღლე:

- მე და გიორგიმ ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით. ჯგუფელები ვიყავით. 1990 წელს ინსტიტუტს ვამთავრებდით, როდესაც დავქორწინდით. 4 შვილი გვყავს - ნინო და ანა, სტუდენტები არიან. ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობენ იესემში. გიორგი მეთერთმეტე კლასშია, უმცროსი ნიკოლოზი კი პირველკლასელი. როდესაც გიორგი მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს, განსხვავებული ემოციები გვქონდა. მისი ვაჟი, გიორგი, მეუბნება, რომ მამის წარდგენა მინისტრის პოსტზე ნახევრად გაუხარდა. ნინო და ანა კი მიიჩნევენ, რომ მამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი.

გიორგი კვირიკაშვილი:

- ხასიათით უმცროსი ვაჟი, ნიკა მგავს, ყველაფრის სკრუპულოზურად გაკეთება უყვარს და გაბრაზებაც ჩემსავით ორ წუთში გადაუვლის ხოლმეო. პატარაობიდან ვიფიქრე, რომ მედიცინა იყო სფერო, სადაც ადამიანებს დავეხმარებოდი. 1984 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ძნელი იყო და მიზნად დავისახე, სწორედ იქ ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინსტიტუტში საშინელი კორუფცია იყო. რადგან ოქროსმედალოსანი ვიყავი, ერთი (ფიზიკის) გამოცდის ჩაბარების მერე მოვხვდი სამედიცინო ინსტიტუტში. იმ წელს მისაღები კომისიის თავმჯდომარე გია მაჩაბელი იყო, უპატიოსნესი კაცი. ჩანს, ობიექტურად ჩაატარა გამოცდები და, ამიტომაც მოვხვდი ინსტიტუტში. მაშინ გამოვიდა სულელური კანონი, სტუდენტები ჯარში მიჰყავდათ. 2 წელი ვიმსახურე ესტონეთში. დავბრუნდი და ისევ სამედიცინოზე გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ერთი წლის მერე გადავწყვიტე, დაუსწრებლად მესწავლა ეკონომიკის ფაკულტეტზეც. საბაზრო ეკონომიკის პერიოდი იწყებოდა, კარგი მათემატიკური განათლება მქონდა და ახალმა რეალობამ დამაინტერესა. მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობა წითელ დიპლომზე დავამთავრე. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე ექიმობის ინტერესი გამინელდა. ოჯახში მთხოვეს, იქნებ მომავალში შეიცვალო აზრი და სამედიცინო ინსტიტუტიც დაამთავროო. პირველი სამი კურსი სულ ფრიადებზე მაქვს გასრულებული, მერე სულ სამიანები მყავდა. გიორგი კვირიკაშვილი უფროს ვაჟიშვილთან ერთად საზეიმო ვითარებაში მივიტანე სამედიცინოს დიპლომი სახლში, რომელიც არ გამომიყენებია. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლისას "ვნეშეკონომბანკში" ვმუშაობდი. ეს ბანკი "ექსპორტ-იმპორტ ბანკად" გარდაიქმნა. მერე "შემნახველი ბანკი" "ინდუსტრია ბანკი", "ექსპორტ-იმპორტ ბანკი" გაერთიანდნენ და გაერთიანებული ქართული ბანკი ჩამოყალიბდა. იქიდან მეგობრების ჯგუფი "ბინსოცბანკში" გადავედით. ის, ფაქტობრივად, ნულიდან შევქმენით და საკმაოდ მომგებიან კომერციულ ბანკად გადავაქციეთ, სადაც მმართველის მოადგილე ვიყავი. ამ პერიოდში ედმუნდ მასკის პროგრამით ამერიკის მთავრობამ დამიფინანსა მაგისტრატურაში სწავლება. ერთი წლითა და სამი თვით ილინოისის უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით ვსწავლობდი.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია