"ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული" - წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა

"ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული" - წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა

წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე 19 დეკემბრის ღამით მოხდა. 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ დამჩეხოთ, ამ მკვლელობას მაინც არ ვაღიარებო, მაგრამ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სისხლიანი ურო და ნაკუწებად ქცეული ფოტოები

პროკურატურამ პაპიძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. ბრალდების მტკიცებით, 19 დეკემბერს, ღამით, საერთო საცხოვრებლის მეათე ოთახში მეუღლეზე განაწყენებულმა მაგდა პაპიძემ ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, 5 წლის შვილი კი გაგუდა.

ბრალდების ცნობით, რამდენიმე წლის წინ ცოლ-ქმარს ურთიერთობა დაეძაბა და მათი ცოლქმრული ურთიერთობაც შეწყდა. ამის შემდეგ მაგდა მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს დაუახლოვდა... გამოძიების ინფორმაციით, ტრაგედიის წინა დღეს მაღაზიაში ურო შეიძინა და ბავშვთან ერთად შინ დაბრუნდა. სწორედ ის ურო ჩაარტყა თავში მძინარე მეუღლეს, ამის შემდეგ ბინაში იატაკი მორეცხა, თუმცა ოთახის დათვალ­იერებისას ექსპერტებმა სისხლის კვალი მაინც იპოვეს. სისხლიანი ურო პაპიძემ ნაგვის ურნაში ჩააგდო, იქვე გადაყარა­ ზეწარი, სისხლიანი ქაღალდის ხელსახოცები, თეფშის ნამსხვრევები და ნაკუწებად ქცეული ოჯახური ფოტოები. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ პაპიძემ ცხედრები გარეთ გაიტანა და სცადა, მეუღლის მანქანაში მოეთავსებინა. ბავშვი უკანა სავარძელზე მოათავსა, სცადა­ მეუღლის მოთავსებაც, მაგრამ ძალა არ ეყო. ამის შემდეგ მიირბინა დედამთილის ოთახთან და შველა ითხოვა, დედამთილს უთხრა, თითქოს ცხედრები სადარბაზოსთან იპოვა.­

"მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ..."

მაგდა პაპიძე: "ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო მაშინ, როცა სვამდა. ომარს ავარია მოუხდა და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი სამკაულებიც წაიღო და ლომბ­არდში დააგირავა. ამ ამბის მერე განსაკუთ­რებით აგრესიული გახდა. სახლიდან ნივ­თები მეკარგებოდა. ერთი კვირის წინ გაღ­იზიანებული მოვიდა, თან სამი მამაკაცი მოჰყვა. ეუბნებოდნენ, არ გაპატიებთ, რაც მოხდაო... 19 დეკემბერს სამსახურიდან დაბრუნდა, ომარი დაღლილი იყო. მე სახლიდან სალონში წავედი, მაშინ შევხვდი ოთარ ბერძენიშვილს, მას მივეცი ოქროს ყელსაბამი, ჯვარი და ბეჭედი, მეშინოდა, ისიც არ დამკარგოდა. შინ რომ დავბრუნდი, ომარმა მითხრა, ბავშვს ხაჭაპურის­ საჭმელად გავიყვანო, ძალიან თხლად ეცვათ ტანზე, ვიფიქრე, იქვე ახლოს შევიდოდნენ სახაჭაპურეში. რომ არ დაბრუნდნენ, ომარის დედას ვუთხარი, დაურეკე და გაიგე, სად არიან-მეთქი. არ უყვარდა, რომ ვურეკ­ავდი, ამის გამო მეჩხუბებოდა. დედამთილმა მითხრა, ტელეფონი გათიშული აქვსო.

12 საათზე უკვე პოლიციაში დარეკვა მინდ­ოდა, შევედი ჩემს დედამთილთან, ვუთხარი, ისევ გათიშულია ნომერი-მეთქი. ანერვიულებულმა გულის წვეთები დალია და ვთხოვე, ჩემთვისაც მოეცა. ამასობაში წყალი­ ავიღე ჩაიდნით და გამოვედი. სახლი მივალაგე, ტელევიზორს ვუყურე. სამზარეულოს ბოლოში ნაგვის ურნა გვაქვს და იქ გადავყარე ნაგავი. ამბობენ, რომ ეს კამერებმა დააფიქსირა, მერე ლოგინში შარვლით შევწექი და ჩამეძინა. სამის წუთებზე ომარის დედის ზარმა გამაღვიძა. ალბათ, უკვე მოდიან, ავდგები და შევხვდები-მეთქი. სადა­რბაზოსთან ვიწრო გასასვლელია და რომ გავედი, ფეხი წამოვკარი, პირდაპირ დავეცი­ ომარის ცხედარს. მთლი­ანად სისხლიანი იყო, დავიწყე ყვირილი, ომარ, რა გჭირს-მეთქი. მერე თორნიკე ვნახე, მთლად გაყინული. მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ. ხელები სისხლიანი მქონდა. შევირბინე ოთახში და გასაღები ავიღე. მანქანა დავქოქე, მანქანაში ჯერ თორნიკე ჩავსვი, მერე ომარს მოვკიდე ხელი და ვცდილობდი, ისიც ჩამესვა, მაგრამ ვერ შევძელი. ამის შემდეგ გავიქეცი ლილის (დედამთილი) ოთახისკენ, სისხლიანი ხელებით ვაბრახუნე კარზე, ჩქარა გამოდი-მეთქი, ლილის ოთახში იყო ონკანი და იქ დავიბანე. პოლიციამ რომ წამიყვანა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ისინი მკვდრები რომ იყვნენ. ოთახში თუ სისხლი იყო, მე ვამბობ, რომ იქ სისხლიანი შევედი და შეიძლება ამიტომ იყო იქ სისხლი".

პროკურორი და შავი პარკი

როცა პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა, ძირს დაყრილი დასისხლიანებული ქმარ-შვილი რომ ნახე, პირველ რიგში ურო ნაგვის ურნაში რატომ გადააგდეო. ბრალდებულმა უპასუხა, ომარი მთვრალი მეგონა და შემეშინდა, ის ურო ჩემთვის თავში­ არ ჩაერტყაო. პროკურორმა ბრალდებულს განმარტება იმაზეც მოსთხოვა, ყვირილის ატეხამდე რატომ გადააგდო სისხლიანი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში? ის შავი პარკი­ მანქანაში სავარძლის უკან ვნახე, შიგნით რა იყო, არ ვიცოდი, ხელს მიშლიდა, რადგან­ იქ ომარი უნდა ჩამეწვინა და ამიტომ მოვისროლე ნაგვის ურნაშიო, - უპასუხა მაგდა პაპიძემ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია