ახალი წლის ღამეს საქართველოში მოთოვს - 2015 წლის ბოლო დღეების პროგნოზი

ახალი წლის ღამეს საქართველოში მოთოვს - 2015 წლის ბოლო დღეების პროგნოზი

ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში თოვლია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

ხვალ, 29 დეკემბერს კი, მისი თქმით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო მთაში თოვლია მოსალოდნელი. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 14 გრადუსამდე.

"30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება, ქვეყნის მთიან რაიონებში კი მოთოვს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - დღისით 12 გრადუსამდე იქნება.

ასევე, 30 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი. მაღალმთაში მოსალოდნელია ქარბუქი.

31 დეკემბერს კი წვიმის ნალექი ზოგიერთ რაიონში თოვლში გადავა. ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში თოვლია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31 დეკემბერს დღისით საქართველოში ტემპერატურა 1;6 გრადუსის ფარგლებში იქნება. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ახალი წლის ღამეს -1;-2 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3 გრადუსი, დღისით კი -1+1-ის ფარგლებში. მაღალმთაში თოვლის უხვი ნალექია ნავარაუდევი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 იანვარს საქართველოში თოვლის ნალექი შესუსტდება, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება.

"3 იანვარს კი თოვლის ნალექი შეწყდება. 2 იანვრიდან ღამით ყინვები გაძლიერდება", - განმარტავს ნიორაძე.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია