30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

30 დეკემბერს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი

30 დეკემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მათივე ინფორმაციით, გაძლიერდება ქარი.

30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5-ბალიანი შტორმი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია