ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა

ბაღებში საჩუქრებმა "საახალწლო ღონისძიებებისა და გზებზე გადატვირთულობის" გამო დაიგვიანა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თოდუა ადასტურებს, რომ თბილისის რამდენიმე ბაღში საახალწლო საჩუქრების მიტანა დაგვიანებით განხორციელდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლექსო თოდუამ განუცხადა, ტენდერის თანახმად, გამარჯვებული კომპანია შპს "ქრისუკას" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების მიწოდება 28 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა. მისივე თქმით, რამდენიმე ბაღში მიწოდება დაგვინებით განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზად თოდუამ საახალწლო ღონისძიებები და გზებზე გადატვირთულობა დაასახელა.

თოდუას განცხადებით, აღნიშნულის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები განხორციელდება, თუმცა, თუ რა სახის იქნება ეს სანქციები, საუბრისას თოდუამ ვერ დააკონკრეტა. როგორც მან აღნიშნა, ეს საბავშვო ბაგა-ბაღებიდან ანგარიშების მიწოდების შემდეგ გაირკვევა. "ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან ბაგა-ბაღებმა ინდივიდუალურად გააფორმეს და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თუნდაც ერთი დღის დაგვინების გამო, მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დაეკისრება", - დასძინა თოდუამ. მისივე თქმით, საახალწლო საჩურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. სატენდერო პირობის თანახმად, ერთი სასაჩუქრე კალათის ღირებულება 4,5 ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტოს 4,32 თეთრი შესთავაზა. თოდუას განცხადებით, თბილისის 160 ბაგა-ბაღში საახალწლო საჩუქრები უკვე დარიგდა. იგი 56 153 ბავშვს გადაეცა. მთლიანობაში საახალწლო საჩუქრებისთვის 242 524 ლარი დაიხარჯა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია