კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:00 / 01-01-2016
2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო წელს სასიყვარულო ფრონტზე - ნაზი, რომანტიკული სიყვარული, გიჟური ლტოლვა თუ ვნების ნამდვილი სიმფონია.

ვერძი

განვლილ წელთან შედარებით, დამდეგი ახალი წელი, სიყვარულის მხრივ, მეტ სიხარულს მოგანიჭებთ. თუმცა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მაინც თქვენს პარტნიორს მოუწევს. მაისის ბოლოს აუცილებლად ისაუბრეთ თქვენს მომავალ ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა ორივესთვის. პასუხზე ფიქრში მთელ ზაფხულს გაატარებთ და გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაგიჭირდებათ, მაგრამ საბოლოოდ, წლის ბოლომდე აუცილებლად გადაწყვეტთ.

კურო
2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი კუროს ცხოვრებაში ცვლილებებს ჰპირდება. ბედი მოულოდნელ საშუალებებს გაგიხსნით. გაზაფხულზე ახალ ნაცნობებს შეიძენთ, რაც თქვენს სამეგობრო წრეს კიდევ უფრო გაზრდის. შესაძლოა, მომდევნო კვირას შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც დამეგობრდებით, საშემოდგომოდ კი ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებთ. ეს რომანზე მეტი იქნება, რადგან აქ ბედისწერის ხელი ურევია. ნუ შეგეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი და უბრალოდ, გიხაროდეთ მომხდარის.

ტყუპი
თითქოს რაღაც გამუდმებით გაბრუნებთ წარსულში. როცა აპრილში თქვენს ერთ-ერთ ძველ რომანს გაიხსენებთ, აღმოჩნდება, რომ გარშემომყოფებისთვის ეს ისტორია ჯერ კიდევ აქტუალურია. კიდევ ერთი გამოცდა ზაფხულის ბოლოს გელოდებათ, დაგარწმუნებენ,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რომ დროა, გადაწყვეტილება მიიღოთ. ივლისში გრძნობებისა და ფიქრების დაუფარავად გამოხატვას დაიწყებთ და საბედნიეროდ, სექტემბრისთვის ყველაფერი დასრულდება. ამ პერიოდისთვის ახალი რომანი გელოდებათ ან ძველი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა. თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ და წლის ბოლოს ახალ ნაბიჯს გადადგამთ.

კირჩხიბი
2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის ბუნდოვანი მოვლენებით დაიწყება, რაც იანვარსა და თებერვალში გახდება ნათელი. ამ ურთიერთობაში ეჭვი შეგეპარებათ და გაცილებით მიმზიდველი იქნებოდა, თუ მეტ მღელვარებასა და ვნებას შეიძენდა. გამუდმებით კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ. მარტში მიხვდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ და ივნისამდე დატკბებით ამ სიამოვნებით. ნოემბრისთვის ძველ ურთიერთობაში ეჭვი შეგეპარებათ და საკუთარ თავთან შეკითხვებს კვლავ გააგრძელებთ.

ლომი
რომანტიკული ურთიერთობების წელი დგება, თუმცა ზაფხულამდე შესაძლოა, ვერ იგრძნოთ. ურთიერთობის გამყარებისთვის წყვილს ძალისხმევა დასჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით კი საერთო გზას იპოვიან. სირთულეები მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ. წლის ბოლოს კი ერთმანეთს გამოუტყდებით, რომ ბედნიერები ხართ.

გაგრძელება
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ვენერა ცეცხლოვან ვერძშია, ესე იგი ურთიერთობაში მძაფრი ემოციებია მოსალოდნელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:43 / 24-06-2016  Image სანაპიროზე ავარიისას დაღუპული 27 წლის ახალგაზრდა ცნობილი ექიმის ვაჟი იყო
ეს მისი პირველი ავარია არ იყო
12:21 / 24-06-2016  Image "...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)
"როგორც იქნა გავასწარით ჩვენ წინ მიმავალ ავტომობილს და დანიშნულების ადგილამდე მივედით"
10:44 / 25-06-2016  Image სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გააუპატიურეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია
+VIDEO პოლიციელებმა ის ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს
11:28 / 25-06-2016  Image გოგოლა კალანდაძის მთებში ჩაფლული აგარაკი არმაზის ხეობაში (+ფოტოები)
ზაფხულის დიდ ნაწილს, ოჯახთან ერთად იქ ატარებს
11:05 / 25-06-2016  Image არქი ჯგუფი ახალი სამშენებლო პროექტის მშენებლობას იწყებს
ახალი პროექტი სრულად დაფინანსებულია უცხოური ინვესტიციით
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49