ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოთოვს - როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში

ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოთოვს - როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში

ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში თოვლია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

"31 დეკემბერს წვიმის ნალექი ზოგიერთ რაიონში თოვლში გადავა. ახალი წლის ღამეს და 1-ელ იანვარს დღისით საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში თოვლია მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 31 დეკემბერს დღისით საქართველოში ტემპერატურა 1;6 გრადუსის ფარგლებში იქნება. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ახალი წლის ღამეს -1;-2 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3 გრადუსი, დღისით კი -1+1-ის ფარგლებში. მაღალმთაში თოვლის უხვი ნალექია ნავარაუდევი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 იანვარს საქართველოში თოვლის ნალექი შესუსტდება, მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება.

"3 იანვარს კი თოვლის ნალექი შეწყდება. 2 იანვრიდან ღამით ყინვები გაძლიერდება", - განმარტა ნიორაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია