პატრიარქის კურთხევით, 2 იანვარს თევზით ხსნილია

პატრიარქის კურთხევით, 2 იანვარს თევზით ხსნილია

31 დეკემბრისა და 1-ელი იანვრის მსგავსად დღეს, 2 იანვარსაც თევზით ხსნილია. საახალწლო დღეებში მარხვის თევზით გახსნილებასთან დაკავშირებით მრევლს კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მისცა. უწმინდესის კურთხევით, მმარხველებს თევზის მიღების უფლება 31 დეკემბერს, 1-ელ და 2 იანვარს მიეცა. რამდენიმე დღის წინ, ქადაგებისას პატრიარქმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მრევლის ნაწილს სურს ზოგიერთ ტაძარში საშობაო წირვა დილით ჩატარდეს, რაც მისი თქმით შესაძლებელია.

"მოახლოვდა შობა. ზოგიერთი ტაძრიდან გვატყობინებენ, რომ ხალხი ითხოვს დილას ჩაატარონ ლოცვა. ეს შეიძლება. დასაშვებია. ღამით ატარებენ და დილასაც. ასე რომ, თუ ხალხის მოთხოვნაა, უნდა შევუსრულოთ ეს თხოვნა", - აღნიშნა ილია მეორემ. სამების საკათედრო ტაძარში კი წირვა ღამე ჩატარდება. 21.00 საათზე დაიწყება საღამოს ლოცვა, შემდეგ 23.00 საათზე შობის შეხვედრა და ღამის 12:00 საათის შემდეგ - საშობაო ლიტურგია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია