"ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია" - ვის რას უმზადებენ ვარსკვლავები 2016-ში?

"ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია" - ვის რას უმზადებენ ვარსკვლავები 2016-ში?

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2016 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან დაძაბული და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება. გამოჩნდება ბევრი ახალი სახე; იქნება კორუფციული სქემების გახსნა; ტყულიები, ჭორები, ინტრიგები, რის გამც ბევრი მაღალჩინოსანი დაკარგავს თანამდებობას. აპრილ-მაისიდან მოსალოდნელია ახალი ლიდერ-რეფორმატორების გამოჩენა. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მისივე თქმით: "ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როგორც მოსამზადებელი ეტაპი 2020-2021 წლებისთვის, როცა დაიწყება საქართველოს ერალური წინსვლა და განვითარება. საჭიროა ყველა უარყოფითის და ბალასტის მოშორება პოლიტიკიდან და მაიმუნის წელი ამას ხელს შეუწყობს". როგორი იქნება 2016 წელი ქართველ პოლიტიკოსებუსთვის? - გთავაზობთ მიხეილ ცაგარელის პროგნოზს:

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი არის დაბადებული თხი წელიწადში და ზოდიაქოს ნიშნით არის კირჩხიბი. წლევანდელი წელი როგორც კირჩხიბისთვის ისე თხისთვის იქნება საშუალო. არ იქნება რაიმე დიდი წარმატება, თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ წარუმატებელი წელი იქნება. განსაკუთრებულად თავს ვერ გამოიჩენს, მაგრამ სტაბილურობა შეუძლია შეინარჩუნოს.

პაატა ბურჭულაძე

ძალიან შორს ვერ წავა, რადგან ის მერწყულია, რომლისთვისაც ეს წელი საშუალოა, თანაც პაატას გვერდით ყავს ისეთი ოდიოზური ფიგურა როგორც ვანო მაჭავარიანია, რომელიც საზოგადოებაში იწვევს გაღიზიანებას.

ბიძინა ივანიშვილი

მისთვის საკმაოდ კარგი წელი იქნება, რადგან ივანიშვილი მაიმუნის წელშია დაბადებულია, შესაბამისად, ეს მისი წელია. მისი წარმატების შანსები ძალიან მაღალია. რამდენადაც ვიცი, ბატონი ბიძინა ძალიან ყურადღებით არჩევს ადამიანებს, ვინც იქნებიან "ქართული ოცნების" საპარლამენტო კანდიდატები, ის აქცენტს აკეთებს პროფესიონალებზე და არა ცნობილ ფიგურებზე. ძველ შეცდომებს ნაკლებად დაუშვებს. რაც შეეხბა მის პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას, მე მას არც ადრე ვურჩევდი პოლიტიკაში მოსვლას და არც ახლა არ ვურჩევ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია