ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:07 / 03-01-2016
თამბაქო გაძვირდა - ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე
ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება. "ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე.

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს
You must have Flash Player installed in order to see this player.
თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"
გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ტეგები:
16:19 / 15-06-2016
აქციზი შემიტანილ ანუ იმპორტ ტამბაქოზე მოქმედებს ხომ მხოლოდ ტუ საქარტველოში დამზადებულ ტუტუნზეც?
აქციზი
18:10 / 07-01-2016
ქოცები ნაწილია მხოლოდ სისტემის,ამოსაძირკვი ის სისტემაა რომელმაც შვა მოქკავშირი,ნაცები და ქოცები თავის სატელიტებიანად.
ეს საბჭოთა სოციალისტური სისტემაა,რომელსაც დასავლეთის ფასადზე ვარდისფერი დეკორატიული საგოზავი წაუსვეს და ჩრდილოეთის კარები არ დაკეტეს ,იქიდან შემოვიდა მონოპოლისტურ ოლიგარქიული სამოხელეო პარტოკრატიული ბიუროკრატიული კაპიტალიზმი,რომელიც კაპიტალად იყენებს თქვენგან ამოღებულ ფულს და სუქდება !
მომავალ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ და არცერთი ხმა წარსულის სახეებს არ მივცეთ!
კი ბევრ ხმას იყიდიან,ზოგს დააშინებენ,ზოგს დაიჭერენს.
20 % ძველები ვერ ასცდებიან ერთად ,5 % თვითონ არიან 15 % ან იყიდიან ან გააბრიყვებენ.
ხომ იცით ნახევარი ამომრჩევლების აქ არ არის და ვინც აქ არის -არ დადის არჩევნებზე,ამიტომაც ახერხებდნენ გაყალბებას.
ამიტომ შინ და გარეთ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა ახალ ძალას მივცეთ !
ალექს
მსგავსი სიახლეები
საქმე ის არის, რომ ამ გაჯეტებში ნიკოტინის თხევადი სახეობაა, რომელიც ყველაზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს
ვიდეოს გმირი ქალი სულაც არ მიიჩნევს დარღვევად იმას, რომ პატარას აიძულებს მოსწიოს
ქართულ ბაზარზე ამ სიგარეტების რეალიზაცია რამდენიმე თვეა შეჩერებულია
თამბაქოს აქტიური მოხმარება იწვევს გულის პულსის აჩქარებას, ასევე...
აქციზის ზრდა სხვადასხვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა
ბჰუტანის სამეფო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა
თუ სიგარეტის კოლოფი 1.5 ლარი ღირდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა
თითქმის ყველა სერიაში თამბაქოს მოწევის სცენაა (ხშირად მასობრივი მოწევის) ასახული
+VIDEO| დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49