ამაღამ თბილისში -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი - მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი

ამაღამ თბილისში -7 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი - მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში ყინვები თანდათან შესუსტდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამაღამ თბილისში ისევ ყინვაა მოსალოდნელი, თუმცა არა ისეთი, როგორც გასულ ღამეს იყო. გასულ ღამეს დედაქალაქში დაფიქსირდა -9 გრადუსი, ამაღამ კი მოსალოდნელია -6-7 გრადუსი ყინვა. ასევე, შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ყინვები თანდათან შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოში, დაბლობში, ნალექი იქნება წვიმის სახით. რაც შეეხება მთას და მაღალ მთას, ხვალ სინოპტიკოსები ისევ თოვლს ვარაუდობენ.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან კი მოსალოდნელია თოვლჭყაპი, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

იხილეთ ვიდეო

-7 degrees in the forecast in Tbilisi

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია