კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:37 / 04-01-2016
უახლესი ფასები თბილისის თამბაქოს ჯიხურებიდან
ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა არა ყველა სავაჭრო ობიექტში. "პალიტრა ტვ"-მ პეკინის, ასევე ბახტრიონის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ჯიხურში თამბაქოს ნაწარმზე ფასები გადაამოწმა. სარეალიზაციო ჯიხურების ნაწილში "პარლამენტი", "მალბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემ" ძველ ფასად იყიდება, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახლების სიგარეტები, რომელიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ, დარჩენილ მარაგს კი ძველ ფასად ყიდიან. რამდენიმე ჯიხურის გამყიდველმა დაადასტურა, რომ "ომეგას" პროდუქცია დეკემბრის თვეში საერთოდ არ შეუტანიათ
დისტრიბუტორებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც ფინანსთა სამინისტროში თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატებასთან დაკავშირებით აცხადებენ, ეს არ უკავშირდება აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

რაც შეეხება კონკრეტულად აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას, მისი გავლენა თამბაქოს ნაწარმზე უკვე აისახა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ თამბაქოს ჯიხურებში გარკვეული დასახელების სიგარეტი დისტრიბუტორებმა უკვე გაძვირებული ფასით შეიტანეს. მაგალითად, "პალ-მალის" და "კენტის" ფასი 20-20 თეთრით გაიზარდა. დისტრიბუციაც და გამყიდველებიც ამ მატებას აქციზის ზრდას უკავშირებენ.

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

Tobacco price goes high in Georgia: Which brands do the changes apply to


10:17 / 05-01-2016
102010
0
"ომეგა კომენტარს არ აკეთებს"არა ისე თუ მოინდომეთ ლექსად ვერ ათქმევინებთ?"დაჟეეეეეეეეე".....
გამოეხმაურე / 0 /
00:24 / 05-01-2016
KKKx
0
ევროპაში ესეა ისეაო რო გაიძახით ზოგიერთი "ჭკვიანი" იმ ჩვენი პარლამენტარებივით ფასების გაზრდით და უკნიდან რო დაიწყეს გაევროპელება ჯერ ქვეყანა დაამსგავსეთ ევროპას და მერე შემოიღეთ ევროპული ფასები და გადასახადები ხთფუი ვის ხელშია ეს ქვეყანა!!!! ისეთი დალაგებული ცხოვრება გვაქვს სიგარეტს ვინ მოწევს სანერვიულო არაფერია მეოთხე წელია ახდა ბიძინას დანაპირები გუგუნებს 100 ქარხანა ხალხს უხარია ვაი თქვენს პატრონს!!!
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"არაფერი ვიცოდი, ეგ ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა დადო"
ქალი ნახევრად შოკური მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული
"ისეთი ფილმების ჩვენებას, რომლებიც სიგარეტის მოწევის კადრებს შეიცავს, წინ გამაფრთხილებელი ვიდეო უნდა უძღოდეს"
ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება
"ამ მხრივ საქართველოშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა"
ყოველ წელს ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 40 თეთრით უნდა გაიზარდოს
ვიდეოს გმირი ქალი სულაც არ მიიჩნევს დარღვევად იმას, რომ პატარას აიძულებს მოსწიოს
ფილტვების გაწმენდის მარტივი და ეფექტური მეთოდი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49