უახლესი ფასები თბილისის თამბაქოს ჯიხურებიდან

უახლესი ფასები თბილისის თამბაქოს ჯიხურებიდან

ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, თუმცა არა ყველა სავაჭრო ობიექტში. "პალიტრა ტვ"-მ პეკინის, ასევე ბახტრიონის ქუჩებზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ჯიხურში თამბაქოს ნაწარმზე ფასები გადაამოწმა. სარეალიზაციო ჯიხურების ნაწილში "პარლამენტი", "მალბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემ" ძველ ფასად იყიდება, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახლების სიგარეტები, რომელიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ, დარჩენილ მარაგს კი ძველ ფასად ყიდიან. რამდენიმე ჯიხურის გამყიდველმა დაადასტურა, რომ "ომეგას" პროდუქცია დეკემბრის თვეში საერთოდ არ შეუტანიათ დისტრიბუტორებს.

იხილეთ ვიდეო

როგორც ფინანსთა სამინისტროში თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატებასთან დაკავშირებით აცხადებენ, ეს არ უკავშირდება აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

რაც შეეხება კონკრეტულად აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას, მისი გავლენა თამბაქოს ნაწარმზე უკვე აისახა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ თამბაქოს ჯიხურებში გარკვეული დასახელების სიგარეტი დისტრიბუტორებმა უკვე გაძვირებული ფასით შეიტანეს. მაგალითად, "პალ-მალის" და "კენტის" ფასი 20-20 თეთრით გაიზარდა. დისტრიბუციაც და გამყიდველებიც ამ მატებას აქციზის ზრდას უკავშირებენ.

საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

Tobacco price goes high in Georgia: Which brands do the changes apply to

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია