სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო - როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი

სოფიკო შევარდნაძის სახლი-სასტუმრო - როგორ ბინაში ცხოვრობს ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი

ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, თურმე ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე. ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს, მხოლოდ სარეგისტრაციო დახლი აკლია.

ჯერჯერობით არ არის დაქორწინებული და ბინაში მარტო ცხოვრობს. თბილისში დაბადებულმა ბავშვობა პარიზში გაატარა, უმაღლესი განათლება ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მიიღო, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაფუძნდა. ბინაც მოსკოვში ამოარჩია, ისტორიული. სახლი, სადაც სოფიკოს აქვს აღებული ბინა, 1914 წელს არის აშენებული ცნობილი არქიტექტორის ვლადიმერ გლაზოვის მიერ. 1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი.

სოფიკოს ძველი ბინიდან ფორტეპიანო დარჩა. "რესტავრაცია გავუკეთე და დავიტოვე. ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჩემს მისაღებ ოთახში", - ამბობს სოფიკო. ფორტეპიანოზე მისი ოჯახის წევრების ფოტოები აქვს მოთავსებული.

ინტერიერის გაფორმება სოფიკომ ბავშვობის მეგობარს, აფხაზ დიზაინერსა და მხატვარს გია ჩაუშბას ანდო. "მინდოდა, რომ ეს სივრცე მე დამსგავსებოდა, გია მე კარგად მიცნობს და ზუსტად განახორციელა ეს იდეა. მე მიყვარს ექსპერიმენტები, მალე მბეზრდება ყველაფერი და ამ ბინაშიც ბევრი ექსპერიმენტია".

იხილეთ ფოტოები

დაპირისპირება პარლამენტთან - აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა

"კახას ტელევიზორში უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე სახლში" - "ოცნების" დეპუტატის ოჯახური ცხოვრება და რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა

"სრულად დაიწვა პირველი სართული, დაგეგმვისთვის დრო არ გვქონდა, ვიყინებოდით..." - როგორ გამოიყურება სახლი, რომელიც ხანძრიდან ერთ თვეში აღადგინეს