დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში

დღის ფოტო: სიგარეტის ცარიელი დახლი ქობულეთში

როცა მთელი თბილისი და ფეისბუქ-საზოგადოება გაძვირებულ თამბაქოს პროდუქციას დასტირის, ქობულეთის რამდენიმე მაღაზიაში სიგარეტის დახლები სრულიად ცარიელია. თუმცა, ამის მიზეზი არც აქციზზე მომატებული ფასი და არც პროდუქციის დეფიციტია - დიდთოვლობამ მწეველი ქობულეთელები სიგარეტის გარეშე დატოვა. უკვე სამი დღეა ძლიერი თოვლის გამო, მაღაზიებამდე თამბაქოს დისტრიბუცია ვერ მიდის.

ახალი წლიდან ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე თბილისში ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა. სარეალიზაციო ჯიხურების ნაწილში "პარლამენტი", "მალბორო", "ჩესტერფილდი" და "ელ ემ" ძველ ფასად იყიდება, ნაწილში კი - გამყიდველების თქმით, ამ დასახელების სიგარეტები, რომელიც კომპანია "ომეგას" შემოაქვს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღარ მიუღიათ.

რაც შეეხება აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას, იგი თამბაქოს ნაწარმზე ნაწილობრივ უკვე აისახა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ თამბაქოს ჯიხურებში გარკვეული დასახელების სიგარეტი დისტრიბუტორებმა უკვე გაძვირებული ფასით შეიტანეს. მაგალითად, "პალ-მალის" და "კენტის" ფასი 20-20 თეთრით გაიზარდა.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: FB-გამოხმაურებები და იუმორისტული პოსტერები თამბაქოს გაძვირების თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია