კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:35 / 05-01-2016
საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?
2016 წლის პირველი დღეები საქართველოში გაძვირებით დაიწყო: თითქმის ყველა დასახელების სიგარეტის ფასი 28-35 თეთრით გაიზარდა, მაგრამ კომპანია "ფილიპ მორისის" პროდუქციის ფასმა კატასტროფულად - 250-300%-ით მოიმატა: ზოგიერთ ადგილას "პარლამენტი" 11,20 ლარად, ხოლო "მარლბორო" - 9 ლარადაც კი იყიდებოდა. გაძვირდა "ჩესტერფილდი", "ელ ემ"-ი და სხვა დასახელების სიგარეტები, რასაც თამბაქოს კომპანიებს შორის დაპირისპირებითაც ხსნიან.

პროდუქციის გაძვირების გამო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება - ნათქვამია ამ განცხადებაში...

და მაინც, რატომ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" "შპს ფილიპ მორისი საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვიდრე "ფილიპ მორისის" სათავო ოფისიდან შესაბამის დასკვნას არ მიიღებენ, ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ისიც გვითხრეს, რომ "ფილიპ მორისის" ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. გაცილებით გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, არ გამორიცხავს, რომ ეს აჟიოტაჟი იყოს და ფასები 1-2 კვირაში დარეგულირდეს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რადგან აქციზის 20 თეთრით გაზრდა ამ დონის გაძვირებას ვერ გამოიწვევდა.

გიორგი ბახტურიძე: "სიგარეტის ფასის კატასტროფული ზრდა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რომ ამ კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგების მარჟა ისედაც 300-400 %-ია. სხვათა შორის, მსგავს მანიპულაციებს ადგილი ჰქონდა 10 წლის უკან: მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ სპეციალურად შექმნა დეფიციტი და მერე საკმაოდ მოხერხებულად გააძვირა სიგარეტი. ახლა აცხადებენ, რომ ყველაფერი მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში არსებული პრობლემების ბრალია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია "ფილიპ მორისი" გააკეთებს განცხადებას და განმარტავს, რა მოხდა. მართალია, აქციზის გაძვირების გამო სხვა დასახელების სიგარეტებიც გაძვირდა, მაგრამ სხვა ბრენდების პროდუქციაზე ასეთი მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა - საშუალოდ 30-40 თეთრით არის ფასები მომატებული, ყველაზე მეტად გაძვირება "ფილიპ მორისს" და მასთან დაკავშირებულ ბრენდებს შეეხო".

იხილეთ გაგრძელება
19:19 / 05-01-2016
სიცოცხლისთვის სახიფათოა მანქანის გამონაბოლქვიც

გავზარდოთ ბენზინზე ფასი?
ggg
17:53 / 05-01-2016
მწეველების უმრავლესობა უმუშევარია, უპერსპექტივოდ დარჩენილი,უინტელექტო სამოსანი და ბოლშევიკური აზროვნების ახალგაზრდა მმართველების გამო.
ეხლა ბოლო კაპიკები უნდა ამოაცალონ ამ ხალხს პენსიის 20 ლარიანი მატება რომ დააფინანსონ,ნურავის ნუ დაავიწყდება,საქართველოში პროდუქტები,წამლები თუ საწვავი "ქართველი ბიზნესმენების" მიერ "შემოყრილი", არანაკლები სახიფათოა...მარა ხმის ამომღები არის ვინმე?
ჯანმრთელობისთვის
elgugia
მსგავსი სიახლეები
ფილტვების გაწმენდის მარტივი და ეფექტური მეთოდი
ქართულ ბაზარზე ამ სიგარეტების რეალიზაცია რამდენიმე თვეა შეჩერებულია
ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 697 ზრდასრულ მწეველზე
ბჰუტანის სამეფო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვა აკრძალა
თუ სიგარეტის კოლოფი 1.5 ლარი ღირდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა
+VIDEO| დაახლოებით ერთი თვეა, საქართველოს თამბაქოს ბაზარზე უცნაური ამბები ხდება
"ფილიპ მორისი" არ არის სასწავლო ცენტრი, რომ რომელიმე კომპანიას აუხსნას თამბაქოს დისტრიბუცია
"ფილიპ მორისმა" "ომეგა ჯგუფთან" ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა
"მექსიკაში თუ ეწევი, ე.ი რაღაც სერიოზული პრობლემა გაქვს და თანაგრძნობით გიყურებს ხალხი"
+VIDEO ბელორუსი ევროპაში "მწეველთა სამოთხეა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:14 / 26-06-2016  Image "თავდაპირველი კომენტარი ცხელ გულზე გავაკეთე" - რა განმარტებას აკეთებს არქიმანდრიტი გაბრიელი პატრულის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე
"უბრალოდ მანქანაში ჩასმის დროს, ხელები შებოჭილი მქონდა"
11:29 / 26-06-2016  Image "ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს
"თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია..."
14:15 / 26-06-2016  Image რუსეთის პატრიარქის დაუჯერებელი ფუფუნება - სასახლეები, იახტები და ოქროში ჩასმული ნივთები (+ფოტოები)
+PHOTO დაუზუსტებელი მონაცემებით, ის 4 მილიარდ დოლარამდე ქონების მფლობელია
15:01 / 26-06-2016  Image 42 წლის ტეხასელი ქალი, რომელმაც შვილები დახოცა, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა
22 წლის მედისონი ადგილზე დაიღუპა, 17 წლის ტეილორი კი საავადმყოფოში
12:14 / 26-06-2016  Image "ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ
"ერთმა ჩემზე დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49