საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?

საახალწლო "სიურპრიზი" მწეველებს "ფილიპ მორისისგან" - რატომ გაძვირდა სიგარეტი?

2016 წლის პირველი დღეები საქართველოში გაძვირებით დაიწყო: თითქმის ყველა დასახელების სიგარეტის ფასი 28-35 თეთრით გაიზარდა, მაგრამ კომპანია "ფილიპ მორისის" პროდუქციის ფასმა კატასტროფულად - 250-300%-ით მოიმატა: ზოგიერთ ადგილას "პარლამენტი" 11,20 ლარად, ხოლო "მარლბორო" - 9 ლარადაც კი იყიდებოდა. გაძვირდა "ჩესტერფილდი", "ელ ემ"-ი და სხვა დასახელების სიგარეტები, რასაც თამბაქოს კომპანიებს შორის დაპირისპირებითაც ხსნიან.

პროდუქციის გაძვირების გამო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომაც გაავრცელა: 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, მაგრამ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა აქციზს არ უკავშირდება - ნათქვამია ამ განცხადებაში...

და მაინც, რატომ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი? - ამის გასარკვევად "ბიზნესპრესნიუსი" "შპს ფილიპ მორისი საქართველოს" კორპორატიულ საქმეთა განყოფილებას დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ ვიდრე "ფილიპ მორისის" სათავო ოფისიდან შესაბამის დასკვნას არ მიიღებენ, ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ისიც გვითხრეს, რომ "ფილიპ მორისის" ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება. გაცილებით გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე, არ გამორიცხავს, რომ ეს აჟიოტაჟი იყოს და ფასები 1-2 კვირაში დარეგულირდეს, რადგან აქციზის 20 თეთრით გაზრდა ამ დონის გაძვირებას ვერ გამოიწვევდა.

გიორგი ბახტურიძე: "სიგარეტის ფასის კატასტროფული ზრდა მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - რომ ამ კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მოგების მარჟა ისედაც 300-400 %-ია. სხვათა შორის, მსგავს მანიპულაციებს ადგილი ჰქონდა 10 წლის უკან: მაშინ თამბაქოს ინდუსტრიამ სპეციალურად შექმნა დეფიციტი და მერე საკმაოდ მოხერხებულად გააძვირა სიგარეტი. ახლა აცხადებენ, რომ ყველაფერი მენეჯმენტსა და დისტრიბუციაში არსებული პრობლემების ბრალია, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კომპანია "ფილიპ მორისი" გააკეთებს განცხადებას და განმარტავს, რა მოხდა. მართალია, აქციზის გაძვირების გამო სხვა დასახელების სიგარეტებიც გაძვირდა, მაგრამ სხვა ბრენდების პროდუქციაზე ასეთი მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა - საშუალოდ 30-40 თეთრით არის ფასები მომატებული, ყველაზე მეტად გაძვირება "ფილიპ მორისს" და მასთან დაკავშირებულ ბრენდებს შეეხო".

იხილეთ გაგრძელება

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები