ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:13 / 05-01-2016
"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა
პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულ ლექსს "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ლექსი ასე ჟღერს:

"პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ..."

პოეტი ლექსით როგორც ჩანს, მეტრო "დელისთან" მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 67 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა დღეს შსს-მ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰყავს ოჯახი, ის არც უსახლკარო ყოფილა და მის სიკვდილს ოჯახის წევრები გულის პრობლემებს უკავშირებენ.

რატი ამაღლობელის პოსტმა რამდენიმე საათში 100-მდე გაზიარება და კომენტარი დაიმსახურა. კომენტარებში ნაწილი ავტორს პათოსს უწონებს, ნაწილიც - უწუნებს. "ის რომ ჩვენ გვერდით მიუსაფარი ხალხი სიცივისგან და შიმშილისგან იღუპება, ყველაზე ნაკლებად ჩვენი 83 წლის პატრიარქის ბრალია, რო
You must have Flash Player installed in order to see this player.
მელიც უამრავ გაჭირვებულს მფარველობს სულიერად და მატერიალურად. მე რომ დამეწერა ეს ლექსი... უბრალოდ იმას გავიხსენებდი, როგორ ჩამივლია ცხელი ყავით ხელში ჩემი ქალაქის ქუჩებში ისე, რომ არც კი შემინიშნავს იქ გათოშილი მოხუცი და თუ მაინდამაინც სადმე გამჩხერია თვალებში ჩამიყრია ხურდა ფული და სინდისს დამშვიდებულს გამიგრძელებია გზა" - წერს კომენტარში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც იქვე პასუხობს თავად ავტორი: "ცნობისათვის მხოლოდ : ხელს არავისკენ ვიშვერ საერთოდ, განსაკუთრებით პოეტურ ტექსტებში, არც აქ, თუ მაინცდამაინც - საკუთარი თავისკენ, იქ მყოფი რაღაცეებისკენ, ან ვიღაცეებისკენ".

მოგვიანებით, პოეტს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე: "ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია".


00:38 / 29-02-2016
მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.
999
18:45 / 14-02-2016
რითმი სად არის უკაცრავად:))))))))))))))))))))
nino
მსგავსი სიახლეები
"ძალიან ხშირად არის წინათგრძნობა, როცა განსაცდელს ველოდებით"
ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია და რამდენიმე ადამიანმა რედაქციაშიც დარეკა შეკითხვებით
"უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი"
უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის
"მინდა მთელ მსოფლიოს თქვენსავით კარგი, მოსიყვარულე და განათლებული პატრიარქი ჰყავდეს"
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიარქის კურთხევა"
"როცა ჩემი ძმა ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო"
ილია მეორის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული
"სიმღერის წერამ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:51 / 25-09-2016  Image თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
+VIDEO ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები
20:03 / 25-09-2016  Image "მოსახლეობის ნახევარზე მეტი სხვების ან სახელმწიფოს სარჩენია..."
"უნდა გაიზარდოს საპენსიო ასაკი, მინიმუმ 3 წლით. სოცშეწევნა მხოლოდ ინვალიდებს უნდა დაურიგდეს და სხვა შემკვეცი პროგრამები"
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
21:15 / 23-09-2016  Image რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"
+VIDEO "სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება"
12:49 / 25-09-2016  Image "აღელვებულმა ბენზინი გადაისხა და ეს უბედურება დატრიალდა" - შვილებთან ურთიერთობის აკრძალვის გამო მომხდარი 2 თვითმკვლელობა
მან არ იცოდა ჩვენი კანონები, ვერ გაიგო, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49