თბილისში უფასო სასადილოში 36 ათასამდე ადამიანი იკვებება

თბილისში უფასო სასადილოში 36 ათასამდე ადამიანი იკვებება

თბილისში 3ს ათასამდე ადამიანი უფასო სასადილოს ბენეფიციარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეისთვის დედაქალაქში სულ 60 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. უფასო სასადილოებით კი 34 544 ადამიანი იკვებება.

როგორც მერიაში განაცხადეს, მხოლოდ ერთ თვეში, 2015 წლის დეკემბერში, სასადილოებით მოსარგებლეთა სიას 2 ათასი ბენეფიციარი დაემატა. ყველაზე მეტი - 10 სასადილო, ნაძალადევის რაიონში მოქმედებს, სამგორსა და გლდანის რაიონებში 9-9 უფასო სასადილოა გახსნილი.

მერიის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტში უფასო სასადილოებისთვის 26 მლნ. 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის რაიონულ გამგეობებში განუცხადეს, უფასო სასადილოებმა მუშაობა მიმდინარე წლის 3 იანვარს განაახლეს. მათივე ინფორმაციით, 1-2 იანვარი ხელშეკრულების პირობებით, დასვენების დღე იყო, თუმცა სანაცვლოდ საკვები პროდუქტები წინასაახალწლო დღეებში ყველა ბენეფიციარს დაურიგდათ. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, საკვები პროდუქტი სულადობის მიხედვით გაიცა. უფასო სასადილოს მოსარგებლე ერთმა ბენეფიციარმა 22 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია