შესაძლოა, საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები გაქრეს

შესაძლოა, საქართველოს ბაზრიდან ცნობილი ბრენდის სიგარეტები გაქრეს

არსებული ინფორმაციით, "ფილიპ მორისსა" და "ომეგას" შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ადგილობრივი ბაზრიდან შესაძლოა, "მარლბორო", "პარლამენტი", "ჩესტერფილდი" და კიდევ რამდენიმე დასახელების სიგარეტი გაქრეს.

ყველა ეს სიგარეტი თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი მულტინაციონალური კომპანიის, "ფილიპ მორისის" ბრენდებს წარმოადგენს. "ფილიპ მორისმა" საქართველოში მისი პროდუქციის დისტრიბუტორ "ომეგა ჯგუფთან" ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

"ომეგა ჯგუფში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც კომპანიაში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, "ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტი 14 იანვრამდე შვებულებაშია და ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ამ დრომდე ელოდება კომენტარს "ფილიპ მორისის" ქართული წარმომადგენლობიდანაც.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია