"შვილი თვალწინ მომიკვდა იმ ოთახში..." - ყინვაში დარჩენილი 74 წლის ქალი PALITRA TV-ს რეპორტიორმა თავშესაფარში გადაიყვანა

"შვილი თვალწინ მომიკვდა იმ ოთახში..." - ყინვაში დარჩენილი 74 წლის ქალი PALITRA TV-ს რეპორტიორმა თავშესაფარში გადაიყვანა

5 იანვრის ღამეს, როდესაც თბილისში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცა, PALITRATV.GE იმ ადამიანების მოსანახულებლად გავიდა ქუჩებში, რომლებსაც თავშესაფარის არქონის გამო, ყინვაში, ღია ცის ქვეშ უწევთ გათენება.

ცნობილია, რომ თბილისის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა, უსახლკარო ადამიანებს, განურჩევლად ყველა მსურველს, შესთავაზოს ლილოში თავშესაფარი, სადაც მათთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი - საკვები, ჰიგიენური საშუალებები და საწოლები. ადამიანებს, რომლებიც PALITRATV-მ თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა, სწორედ ლილოს თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზა გადამღებმა ჯგუფმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო 74 წლის ჟოზეფინა ღლონტი, რომელიც უსახლკარო არ არის, თუმცა საკუთარ სახლში მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ 1 წლის წინ მისი შვილი ავადმყოფობის გამო სწორედ მის სახლში გარდაიცვალა... ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ის სახლში აღარ დაბრუნებულა.

PALITRATV.GE-ს რეპორტიორის ზარს 112-ში მალევე მოჰყვა რეაგირება. ყინვაში დარჩენილი ჟოზეფინა ღლონტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ლილოს თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და თბილი ოთახი დაუთმეს. 74 წლის მოხუცს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევენ. ლილოს თავშესაფრის წარმომადგენელი PALITRATV.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟოზეფინა ღლონტის საკითხით უშუალოდ დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია დაინტერესდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია