ავტორი:

რომელ ფანჯარაში სჯობს შობის სანთლის ანთება და რატომ ვაკეთებთ ამას

რომელ ფანჯარაში სჯობს შობის სანთლის ანთება და რატომ ვაკეთებთ ამას

ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს.

როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს? - გვესაუბრება ღვთისმეტყველების მაგისტრი, მღვდელმონაზონი ანდრია სარია:

- უწმინდესის კურთხევით შობის ღამეს სახლის ფანჯრებთან დიდი კელაპტარი უნდა ავანთოთ, ამას რა დატვირთვა აქვს?

- უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც იკონოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩენე.

- შობის ღამეს ტაძარში ნაყიდი სანთელი უნდა დავანთოთ? ქუჩაში რომ შევიძინოთ, შეიძლება?

- რისი შესაძლებლობაც გვაქვს, სწორედ ის ძღვენი მიგვაქვს ტაძარში. ზოგიერთი სახლში ამზადებს, ზოგიერთი ტაძარში ყიდულობს ან სხვაგან. ჩვენ არ ვკრძალავთ მოტანილი სანთლის დანთებას, მთავარია, ადამიანის სული დაინთოს რწმენად ღვთის წინაშე და ეს რომელი სანთლით მოხდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. წმინდა აბო თბილელი ციხეშიც კი ამზადებდა სანთლებს განაგრძეთ კითხვა

თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტრომომარაგება?

როგორია კორონავირუსის ახალი ვერსიის მიმდინარეობა ბავშვებში და იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შექმნილი ვაქცინები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის პასუხები საინტერესო კითხვებზე

ბათუმში, კორონავირუსული ინფექციით 22 წლის გოგონა გარდაიცვალა - რა განაცხადეს კლინიკაში?