თბილისში განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელია

თბილისში განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელია

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განქორწინებათა რაოდენობის ზრდა საგრძნობლად შეინიშნება, - ამის შესახებ "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელი დედაქალაქშია.

"ბოლო ორი წლის მანძილზე გაზრდილია ქორწინებათა რაოდენობა, თუმცა კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი განქორწინებათა რაოდენობა. პროცენტული თანაფარდობა, ბალანსი არის დარღვეული. ყველაზე მეტად, განქორწინებათა რეკორდული მაჩვენებელია დედაქალაქში. 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, დედაქალაქში აღრიცხულია 3690 ქორწინება, ხოლო განქორწინება 1722. ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებლი. საქართველოში ქორწინების რაოდენობა 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით არის 14 102, ხოლო განქორწინების რაოდენობა 4 435, აქედან მხოლოდ დედაქალაქზე მოდის 1722 განქორწინება. განქორწინებათა რაოდენობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხება ქვემო ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში და ა.შ.", - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

მისივე განმარტებით, განქორწინებათა რაოდენობა 25 წლამდე ასაკის წყვილებში წილობრივად უფრო მეტია.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია