კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:48 / 06-01-2016
"რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
5 იანვარს ბაკურიანში 28 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზევე დაიღუპა. როგორც ცნობილია, დიაკონაშვილი ზვავის ჩამოწოლის დროს თხილამურებით სრიალებდა. შემთხვევა კოხტა გორასა და დიდველს შორის მოხდა. დაღუპულის ცხედარს მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

იხილეთ ბაკურიანში დაშვების ვიდეო

ნუგზარ დიაკონაშვილი წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა შეჯიბრებაში. მეგობრები მას ზედმეტსახელად ნინძას ეძახდნენ. მისი ფეისბუქის გვერდზე დამწუხრებული ახლობლები ემოციურ პოსტებს წერენ, სადაც სპორტსმენთან ურთიერთობას იხსენებენ:

"სამწუხაროა, რაც გიყვარდა იმან დაგღუპა. საუკეთესო ხარ! ზვავი ვერაფერს დაგაკლებს ძმაო. ყველას გულებში დარჩები სამუდამოდ!"

"ზამთარში
You must have Flash Player installed in order to see this player.
ყოველ დილით აღარ დარეკავს ტელეფონი სიტყვებით - ნინძა, სულ ნუ გძინავს, ამოდი მთაზე რა თოვლია. ადამიანი რომელიც იყო ჩემი ძმა, მეგობარი, მასწავლებელი. ყოველთვის მიხაროდა მასთან ერთად სრიალი და ყოველ დღე ვამბობდი - ხვალ ნუგო ახალ ადგილას წამიყვანს საიდანაც ჩამოვსრიალდებით, ეს იყო ჩვენი პატარა თავგადასავალი ყოველ ახალ დღეს ახლის ძიება. ნუგო იყო ადამიანი რომელიც მიხაროდა და რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და დარიგებებს მაძლევდა. დიდი მადლობა ამ 6-წლიანი ძმობისთვის, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ოდესღაც კიდევ დავდგებით ერთად სტარტზე გავუღიმებთ ერთმანეთს და დაშვებისას ვიგრძნობთ თავისუფლებას" - წერს ერთ-ერთი მეგობარი.

8-9 თებერვალს დიაკონაშვილი შეჯიბრის ჩატარებას გეგმავდა სვანეთში, სადაც თავის მოსწავლეებთან ერთად აპირებდა სანახაობის მოწყობას...





















19:16 / 21-01-2016
რას წირავთ სიცოცხლეს შვილებო?თავს გაუფრთხილდით......ღმერთმა დაგლოცოთ და გონიერება და სიფრთხილე შეგძინოთ...
19:12 / 11-01-2016
ბავშვობიდან ვიცნობდი ნუგოს,საოცარი პიროვნება იყო,წყნარი,გაწონასწორებული,თავაზიანი,ფიზიკურად ძლიერი,ბაკურიანის თითოეული გოჯი იცოდა კარგად,უძლიერესი იყო თავის საყვარელ სპორტის სახეობაში...ნუგო მწარედ ვტირი,ბოლო წუთამდე ცოცხალი მეგონე,ვერ ვიჯერებდი,შენ დაკრძალვაზე დავრწმუნდი მწარე სინამდვილეში,შენ ისეთი შვილი ხარ,რომელიც სრულიად საქართველომ უნდა დაიტიროს,ნუგო იგივე ნინძა,მუდამ იქნება ჩვენს გულებში
mzia
მსგავსი სიახლეები
გუდაურში, სვანეთში, გოდერძსა და ბაკურიანში, წელს, საბაგიროს ერთი აბონიმენტით სარგებლობა შეგეძლებათ
"ანის დედა მოგმართავთ თხოვნით, გამარკვიოთ წყალში ელექტრული დენის მოქმედების თავისებურებაში." (ვიდეო)
ანი ბაკურიანში შვილებთან და ძმის ოჯახთან ერთად ისვენებდა...
ცნობილი ამირანა და მისი პარკის კურიოზული ამბები
გაქართველებული, მაგრამ უკრაინული გვარის მქონე ადგილობრივი კი ბაკურიანში დღესაც მრავლადაა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49