"რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა

"რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა

5 იანვარს ბაკურიანში 28 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზევე დაიღუპა. როგორც ცნობილია, დიაკონაშვილი ზვავის ჩამოწოლის დროს თხილამურებით სრიალებდა. შემთხვევა კოხტა გორასა და დიდველს შორის მოხდა. დაღუპულის ცხედარს მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.

იხილეთ ბაკურიანში დაშვების ვიდეო

ნუგზარ დიაკონაშვილი წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა შეჯიბრებაში. მეგობრები მას ზედმეტსახელად ნინძას ეძახდნენ. მისი ფეისბუქის გვერდზე დამწუხრებული ახლობლები ემოციურ პოსტებს წერენ, სადაც სპორტსმენთან ურთიერთობას იხსენებენ:

"სამწუხაროა, რაც გიყვარდა იმან დაგღუპა. საუკეთესო ხარ! ზვავი ვერაფერს დაგაკლებს ძმაო. ყველას გულებში დარჩები სამუდამოდ!"

"ზამთარში ყოველ დილით აღარ დარეკავს ტელეფონი სიტყვებით - ნინძა, სულ ნუ გძინავს, ამოდი მთაზე რა თოვლია. ადამიანი რომელიც იყო ჩემი ძმა, მეგობარი, მასწავლებელი. ყოველთვის მიხაროდა მასთან ერთად სრიალი და ყოველ დღე ვამბობდი - ხვალ ნუგო ახალ ადგილას წამიყვანს საიდანაც ჩამოვსრიალდებით, ეს იყო ჩვენი პატარა თავგადასავალი ყოველ ახალ დღეს ახლის ძიება. ნუგო იყო ადამიანი რომელიც მიხაროდა და რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. ეს იყო ადამიანი რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და დარიგებებს მაძლევდა. დიდი მადლობა ამ 6-წლიანი ძმობისთვის, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. ოდესღაც კიდევ დავდგებით ერთად სტარტზე გავუღიმებთ ერთმანეთს და დაშვებისას ვიგრძნობთ თავისუფლებას" - წერს ერთ-ერთი მეგობარი.

8-9 თებერვალს დიაკონაშვილი შეჯიბრის ჩატარებას გეგმავდა სვანეთში, სადაც თავის მოსწავლეებთან ერთად აპირებდა სანახაობის მოწყობას...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია