სად შეხვდნენ შობას ქვეყნის პირველი პირები - ფოტორეპორტაჟი

სად შეხვდნენ შობას ქვეყნის პირველი პირები - ფოტორეპორტაჟი

გიორგი მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II აღავლინა. წირვის დაწყებამდე წაიკითხეს საშობაო ეპისტოლე.

გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებლებს შობის დღესასწაული მიულოცა და მათ ღვთის წყალობა, წარმატება და ბედნიერება უსურვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია