კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:52 / 07-01-2016
"ვინც მას "ჯიშსა და ჯილაგს" ულანძღავს... მინდა შევახსენო, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია" - ლაშა ბუღაძე რატი ამაღლობელზე
მწერალი ლაშა ბუღაძე "რადიო თავისუფლების" გვერდზე საკუთარი ბლოგით გამოესარჩლა გაკრიტიკებულ მეგობარს და კოლეგას - პოეტ რატი ამაღლობელს. "როგორ წავიკითხოთ ლექსი" - ბლოგში ერთ-ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გაიგებთ, რომელზეც დღემდე ბევრს ალბათ, არაფერი სმენია:

"ვფიქრობდი, დამერთო თუ არა ეს მინაწერი, მაგრამ რაკი ამ ლექსის ავტორის (გულისხმობს ამაღლობელის ლექსს "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში") მიმართ გასაგები ემოციური დამოკიდებულება მაქვს და ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამ მისდამი უსამართლო გამოხტომებს, იმათ, ვინც მას "ჯიშსა და ჯილაგს" ულანძღავს და მოქმედ თუ გარდასულ სასულიერო პირთა ღვაწლის შესწავლა-დაფასებისკენ მოუწოდებს, მინდა შევახსენო, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხსენებული ლექსის ავტორი პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია და პატრიარქთა ღვაწლის ისტორიას უშუალოდ თავის პირად საოჯახო ბიბლიოთეკაში და, რაც მთავარია, მეხსიერებაში ინახავს. ხოლო მისი ტექსტის თეოლოგიურ ასპექტს ჭკვიანი მკითხველი, დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდება", - წერს ბლოგში ბუღაძე.

რატი ამაღლობელი ამის შესახებ წლების წინ დაბეჭდილ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს კიდეც: "მეამაყება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ, რომელიც, ამავე დროს, ძალიან დიდი მეცნიერი იყო. გიორგი ქართველიშვილი მეამაყება, რომელიც ასევე ჩემი დიდი ბაბუა იყო და რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" გამოსცა პირველად. მან მოიწვია ზიჩი და დაასურათებინა იგი..."

ასევე დაგაინტერესებთ:

"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა

როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

15:13 / 22-02-2016
წინაპრები კი იყვნენ, მაგრამ ესენი ვინ არიან? მაშინ არ ცოდნია მათი ღვაწლი!
ruso
17:17 / 18-02-2016
ვინ ვისი შვილიშვილია ის კი არა რის მთავარი, მთავარია თვითონ ვინა ხარ?
beriberi
მსგავსი სიახლეები
ნაწარმოებს ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა ის საჯაროდ განიხილეს, რის შემდეგაც საქმეში საპატრიარქო ჩაერთო
"83 წლის მოხუცი პატრიარქი მეტროს ჩასასვლელში, მიწისქვეშა გადასასვლელში, გაიყინა..."
ნიცა ხუციშვილი კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის, მელანიას (მელიტას) შვილია
"ბავშვობიდან მელომანი ვარ, განსაკუთრებით მიყვარდა ოპერა, რომელიც საშინელი ვირუსია"
"ნავიგატორი" ფანტასმაგორიული ჟანრის ნამუშევარია ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს
ლაშა ბუღაძის 8 პიესა და "მოზარდის" ექსპერიმენტული სცენა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:03 / 24-07-2016  Image ავარია რუსთაველზე: შეჯახების შედეგად "მარშრუტკა" ამობრუნდა
ყველა მგზავრი უვნებლად გადარჩა
19:43 / 24-07-2016  Image "თუ თვლით, რომ მე, როგორც ჰომოსექსუალს, გაყენებთ შეურაცხყოფას, მაშინ გაგვეხსენით" - თამარ ივერი დავით კინწურაშვილს პასუხობს
"თქვენგან განსხვავებით, მსოფლიო საოპერო თეატრებს ბევრი გენიალური ჰომოსექსუალი დირექტორი ხელმძღვანელობს"
20:07 / 24-07-2016  Image ლელა კაკულია: ვხედავ ცნობილი მილიონრის გიორგაძესთან კონტაქტს. დიდი გეგმა აქვთ შემუშავებული...
"გიორგაძეს მომავალში თანამდებობა ელოდება თბილისში. ჯერ ვითომ იჭერენ, მერე კი დაწინაურდება"
21:09 / 24-07-2016  Image "ორპირ და მოთამაშე ადამიანს ყოველთვის იხმარენ და გადააგდებენ ნებისმიერ სფეროში, ეს კარგად დაიმახაოვრეთ!" - ვინ გაანაწყენა ნინო ჩხაიძე
"ჰგონიათ, სტატუსი მოიპოვეს და დამკვიდრდნენ ცხოვრებაში..."
12:27 / 24-07-2016  Image რას პასუხობს "სამოსელი პირველი" ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს
"ეს სამოსი-მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49