"ვინც მას "ჯიშსა და ჯილაგს" ულანძღავს... მინდა შევახსენო, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია" - ლაშა ბუღაძე რატი ამაღლობელზე

"ვინც მას "ჯიშსა და ჯილაგს" ულანძღავს... მინდა შევახსენო, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია" - ლაშა ბუღაძე რატი ამაღლობელზე

მწერალი ლაშა ბუღაძე "რადიო თავისუფლების" გვერდზე საკუთარი ბლოგით გამოესარჩლა გაკრიტიკებულ მეგობარს და კოლეგას - პოეტ რატი ამაღლობელს. "როგორ წავიკითხოთ ლექსი" - ბლოგში ერთ-ერთი საინტერესო დეტალის შესახებ გაიგებთ, რომელზეც დღემდე ბევრს ალბათ, არაფერი სმენია:

"ვფიქრობდი, დამერთო თუ არა ეს მინაწერი, მაგრამ რაკი ამ ლექსის ავტორის (გულისხმობს ამაღლობელის ლექსს "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში") მიმართ გასაგები ემოციური დამოკიდებულება მაქვს და ყოველთვის მტკივნეულად აღვიქვამ მისდამი უსამართლო გამოხტომებს, იმათ, ვინც მას "ჯიშსა და ჯილაგს" ულანძღავს და მოქმედ თუ გარდასულ სასულიერო პირთა ღვაწლის შესწავლა-დაფასებისკენ მოუწოდებს, მინდა შევახსენო, რომ ხსენებული ლექსის ავტორი პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილთაშვილია და პატრიარქთა ღვაწლის ისტორიას უშუალოდ თავის პირად საოჯახო ბიბლიოთეკაში და, რაც მთავარია, მეხსიერებაში ინახავს. ხოლო მისი ტექსტის თეოლოგიურ ასპექტს ჭკვიანი მკითხველი, დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდება", - წერს ბლოგში ბუღაძე.

რატი ამაღლობელი ამის შესახებ წლების წინ დაბეჭდილ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს კიდეც: "მეამაყება, რომ კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ, რომელიც, ამავე დროს, ძალიან დიდი მეცნიერი იყო. გიორგი ქართველიშვილი მეამაყება, რომელიც ასევე ჩემი დიდი ბაბუა იყო და რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" გამოსცა პირველად. მან მოიწვია ზიჩი და დაასურათებინა იგი..."

ასევე დაგაინტერესებთ:

"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა

როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს