კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:23 / 07-01-2016
"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან
თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, მრევლი, ბავშვები, მწყემსები, "მოგვები". ღონისძიებაში ფიგურირებდნენ კამეჩები ნობათით დატვირთული ურმებით, ვირი, დეკორატიული სპილოები, აქლემები, კუ, ჟირაფი.

VIDEO| ციდან დანახული ალილო თბილისში - ულამაზესი საშობაო სანახაობა

მსვლელობის მონაწილეებს დღესასწაული პარლამენტთან მიულოცეს დეპუტატებმა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან მეალილოეებს ტკბილეული გადასცეს. მათ შორის იყვნენ დეპუტატები ეკა ბესელია, გია ვოლსკი, თამაზ მეჭიაური, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ხუნდაძე, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ვიქტორ დოლიძე და სხვები.

მოგვიანებით მსვლელობა დედაქალაქის საკრებულოს წინ შეჩერდა, სადაც მეალილოეებს შობა-ახალი წელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებთან ერთად მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

ალილოს მონაწილეთა ჯგუფი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. იგი პატარებს საპატრიარქოს ჭიშკართან შეხვდა. უწმინდესთან ერთად ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პატრიარქმა პატარები დალოცა და იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი აპკურა. მათ ტკბილეული გადასცეს.
ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მსვლელობის
მონაწილე ერთი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დახვდა.
პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატარებს შობის დღესასწაული მიულოცეს და რამდენიმე კალათი ტკბილეული გადასცეს.

სადღესასწაულო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან აღდგა.

ფოტო: ირაკლი გედენიძე
ფრიდონ გეგეშიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

Alilo in Tbilisi as seen from the sky – A beautiful Christmas event



გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ალილოს მსგავსი ტრადიცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს
"ღვთაებრივმა ყრმამ თავისი შობით ხელმეორედ გვშვა ყველანი მადლსა და უკვდავებაში"
შობის დღემ კაცობრიობას მშვიდობა მოუტანა
"მორწმუნეები მიდგომილ ღვთისმშობელს საკუთარ ბინაში იხმობენ, მხოლოდ შობილი ძის განსახორციელებლად"
ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებით აღნიშნოს
მიიჩნევა, რომ შობის წინა დღეები დალოცვილია
7 იანვარს პატრიარქი საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს
ბულგარეთში სუფრაზე უნდა იდოს შვიდი, ცხრა ან თორმეტი სახის კერძი
+PHOTO| შობას აღნიშნავენ როგორც ქრისტიანები, ისე სხვა რელიგიური კონფესიის წამრომადგენლები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49