"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან

"საშობაო ალილო 2016" - ყველაზე შთამბეჭდავი კადრები დედაქალაქიდან

თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, მრევლი, ბავშვები, მწყემსები, "მოგვები". ღონისძიებაში ფიგურირებდნენ კამეჩები ნობათით დატვირთული ურმებით, ვირი, დეკორატიული სპილოები, აქლემები, კუ, ჟირაფი.

VIDEO| ციდან დანახული ალილო თბილისში - ულამაზესი საშობაო სანახაობა

მსვლელობის მონაწილეებს დღესასწაული პარლამენტთან მიულოცეს დეპუტატებმა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა უმრავლესობიდან და უმცირესობიდან მეალილოეებს ტკბილეული გადასცეს. მათ შორის იყვნენ დეპუტატები ეკა ბესელია, გია ვოლსკი, თამაზ მეჭიაური, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ხუნდაძე, დავით ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ვიქტორ დოლიძე და სხვები.

მოგვიანებით მსვლელობა დედაქალაქის საკრებულოს წინ შეჩერდა, სადაც მეალილოეებს შობა-ახალი წელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებთან ერთად მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.

ალილოს მონაწილეთა ჯგუფი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. იგი პატარებს საპატრიარქოს ჭიშკართან შეხვდა. უწმინდესთან ერთად ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პატრიარქმა პატარები დალოცა და იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი აპკურა. მათ ტკბილეული გადასცეს.

ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მსვლელობის მონაწილე ერთი ჯგუფი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც მათ გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად დახვდა.

პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატარებს შობის დღესასწაული მიულოცეს და რამდენიმე კალათი ტკბილეული გადასცეს.

სადღესასწაულო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა 2000 წლიდან აღდგა.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

ფრიდონ გეგეშიძე

იხილეთ ფოტოგალერეა

Alilo in Tbilisi as seen from the sky – A beautiful Christmas event

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია