რომელი კომპანია გახდება "ფილიპ მორისის" ახალი პარტნიორი?

რომელი კომპანია გახდება "ფილიპ მორისის" ახალი პარტნიორი?

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ "ფილიპ მორისი" ამ ეტაპზე ახალი პარტნიორის ძებნის პროცესშია, ამის შესახებ ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა "პალიტრა ნიუსთან" საუბარში განაცხადა.

ამასთან ერთად, კომპანია "ელიზის" დამფუძნებელი "ფილიპ მორისის" საქართველოს ბაზრიდან გასვლას გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია არჩევანს აუცილებლად რომელიმე გამოცდილ, სიგარეტის ბიზნესში კარგად გარკვეულ დისტრიბუტორზე შეაჩერებს.

"ფილიპ მორისი" არ არის სასწავლო ცენტრი, რომ რომელიმე კომპანიას აუხსნას თამბაქოს დისტრიბუცია. ის აუცილებლად იპოვის ისეთ კომპანიას, რომელმაც იცის ეს თემა და არის პროფესიონალი აღნიშნულ საკითხში. "ფილიპ მორისი" აუცილებლად შეარჩევს სანდო პარტნიორს", - აცხადებს ბიზნესმენი.

თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს, რომ აქვს გარკვეული ვარაუდები, თუ ვინ შეიძლება გახდეს "ფილიპ მორისის" ახალი პარტნიორი, თუმცა ამ ეტაპზე მისი დასახელებისგან თავს იკავებს.

"ფილიპ მორის საქართველომ" სავაჭრო ქსელში სიგარეტზე ფასების ზრდასთან და ბოლო დროს პროდუქციის დეფიციტთან დაკავშირებით, გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა. თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი სადისტრიბუციო ფირმა "ომეგასთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია