მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იკლებს - რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში

2016 წელი ნავთობის მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი უკვე 33 დოლარს ქვემოთ დაეცა და 11 წლიანი რეკორდიც მოხსნა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დასავლური მედიის ინფორმაციით, გაიაფებაზე გავლენა ამერიკული ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის გაუქმებამ და აშშ-ს მარაგის ზრდამ გამოიწვია. შავი ოქროს გაიაფების პარალელურად, გაუფასურდა რუსული რუბლი. გუშინ ერთმა დოლარმა - 74 რუბლს, ევრომ კი 80 რუბლს გადააჭარბა.

საქართველოში საწვავი ჯერ არ გაიაფებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მსოფლიო ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე იოდნავ მოგვიანებით აისახება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტა არ გაუფასრუდება. ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში, ქვეყანაში საწვავის ფასი, სავარაუდოდ, აღარ დაიკლებს. ეროვნული ვალუტა კი ბოლო რამდენიმე დღეა დაბლა მიცოცავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი 33 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ფიუჩერსების დაცემა განპირობებულია ბაზარზე გადაჭარბებული შეთავაზებით.

სტატისტიკის თანახმად, აშშ-ის ნავთობის რეზერვებმა 1930 წლის შემდეგ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. დასავლური მედიის ინფორმცაიით, ამერიკის მარაგი, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 130 მილიონი ბარელით მეტია. გარდა ამისა, პარასკევს შეერთებული შტატების კონგრესმა პირველად 40 წლის განმავლობაში ნავთობის ექსპოტზე არსებული აკრძალვა გააუქმა.

არადა, 2015 წლის მიწურულს ოპეკის წევრ ქოვეყნებში ვარაუდობდნენ, რომ ნავთობი გაძვირებას 2016 წლიდან დაიწყებდა და მოპოვების მაღალი ხარჯის გამო, მასზე ფასის ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდებოდა. მათი პროგნოზი არ გამართლდა. ახალი 2016 წელი სწორედ შავი ოქროს მკვეთრი გაიაფებით დაიწყო. გუშინ ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 32,64 დოლარი ღირდა, ლონდონის ბირჟაზე კი - 32,77 დოლარი. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ბიუჯეტი "შავი ოქროს" ფასზეა მიბმული (რუსეთი, ვენესუელა, ნიგერია) სერიოზულად ზარალობენ. მომხმარებელ ქვეყნებს კი პროდუქტი უიაფდებათ, თუმცა მცირე კონომიკის ქვეყნებში ამ პროცესის თანმდევი დოლარის გამყარება ლამის ეკონომიკურ კოლაფსად იქცეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია