კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:00 / 08-01-2016
ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას
2015 წელს ცნობილი ადამიანების ოჯახებში მატება იყო. პატარები გაუჩნდათ როგორც ქვეყნის პირველ პირებს, ასევე სხვა სფეროების წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს.

თემო მარგველაშვილი

პრეზიდენტის ვაჟი, თემო მარგველაშვილი 2015 წლის 2 თებერვალს დაიბადა. პრეზიდენტმა ბავშვს მამის სახელი დაარქვა. პატარა თემო მაისში, ნიკოლოზობის დღესასწაულზე გაქრისტიანდა, რის შემდეგაც მშობლებთან და ბებოსთან ერთად პატრიარქს ესტუმრა. ამბობენ, რომ პატარა დედას ჰგავს, მაკა ჩიჩუა ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოებს, რასაც უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.



გაბრიელ ღარიბაშვილი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი გაბრიელი 2015 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე დაიბადა. ნუნუკა თამაზაშვილმა მესამე ვაჟი, დავით გაგუას კლინიკაში გააჩინა. პატარა გაბრიელი ბიძას ალექსანდრე თამაზაშვილს ჰგავს. მისი ნათლია პატრიარქი ილია მეორე და ბერა ივანიშვილი არიან.



ლიზი დედალამაზიშვილი
"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი რამდენიმე კვირის წინ მამა გახდა. მას და მარიამ კაპრის ქალიშვილი ლიზი გაუჩნდათ. პატარა ლიზი საქართველოში დაიბადა, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ლიზი დედალამაზიშვილის აღზრდაში გიგის და მარინას გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ეხმარება.



ლოლიტა თოლორდავა
პატარა ლოლიტა თოლორდავა 3 ოქტომბერს დაიბადა. ის განო მელითაურის და
You must have Flash Player installed in order to see this player.
კოტე თოლორდავას მესამე შვილია. თუმცა კოტე თოლორდავა გოგონას დაბადებას ვერ მოესწრო. პატარას ელენე ჰქვია, თუმცა ლოლიტას ეძახიან. განოს და კოტეს ლოლიტას გარდა, ტასო და თარაში ჰყავთ. იმის მიუხედავად, რომ ორსულობის დროს, კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, რასაც განო მელითაური დღემდე მძიმედ განიცდის, პატარა ლოლიტა ჯანმრთელი და ლამაზი დაიბადა.



ლივ გეიხმანი
მომღერალი ქეთა თოფურია 16 ივნისს დედა გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ოლივია (ლივი) დაარქვა. პატარა ამერიკაში გაჩნდა, სადაც ქეთა მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე გაემგზავრა. ოლივიას აღზრდაში ქეთა მთლიანად არის ჩართული. როგორც თავად განაცხადა, პატარას ვერ მონათლავს, რადგან ქეთას მეუღლე ლევ გეიხმანი ებრაელია.



თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
01:28 / 11-01-2016
ნიკა მელიაც ხომ გახდა მამა. თუ ნაკლებად ცნობილია???
inga
12:18 / 09-01-2016
"ამ თანავარსკვლავედიდან",ცნობილები ჩემის აზრით არიან:ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი?!
???
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
11:08 / 23-03-2017  Image აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა - ექიმი
გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
12:02 / 22-03-2017  Image სექსი ანტიკურ სამყაროში - არ იკრძალებოდა პროსტიტუცია და სქესობრივი ცხოვრება გათხოვებამდე
საიდან მოდის ორალური სექსის კულტურა
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 08:33:34
"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში განთავსდეს....
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49