ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას

ქართველი ცნობილების ბავშვები, რომლებიც 2015 წელს მოევლინენ ქვეყანას

2015 წელს ცნობილი ადამიანების ოჯახებში მატება იყო. პატარები გაუჩნდათ როგორც ქვეყნის პირველ პირებს, ასევე სხვა სფეროების წარმომადგენელ ცნობილ ადამიანებს.

თემო მარგველაშვილი

პრეზიდენტის ვაჟი, თემო მარგველაშვილი 2015 წლის 2 თებერვალს დაიბადა. პრეზიდენტმა ბავშვს მამის სახელი დაარქვა. პატარა თემო მაისში, ნიკოლოზობის დღესასწაულზე გაქრისტიანდა, რის შემდეგაც მშობლებთან და ბებოსთან ერთად პატრიარქს ესტუმრა. ამბობენ, რომ პატარა დედას ჰგავს, მაკა ჩიჩუა ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვაჟის ფოტოებს, რასაც უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.

გაბრიელ ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი გაბრიელი 2015 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე დაიბადა. ნუნუკა თამაზაშვილმა მესამე ვაჟი, დავით გაგუას კლინიკაში გააჩინა. პატარა გაბრიელი ბიძას ალექსანდრე თამაზაშვილს ჰგავს. მისი ნათლია პატრიარქი ილია მეორე და ბერა ივანიშვილი არიან.

ლიზი დედალამაზიშვილი

"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი რამდენიმე კვირის წინ მამა გახდა. მას და მარიამ კაპრის ქალიშვილი ლიზი გაუჩნდათ. პატარა ლიზი საქართველოში დაიბადა, წყვილისთვის ეს პირველი შვილია. ლიზი დედალამაზიშვილის აღზრდაში გიგის და მარინას გიგის დედა, ციცი ფალავანდიშვილი ეხმარება.

ლოლიტა თოლორდავა

პატარა ლოლიტა თოლორდავა 3 ოქტომბერს დაიბადა. ის განო მელითაურის და კოტე თოლორდავას მესამე შვილია. თუმცა კოტე თოლორდავა გოგონას დაბადებას ვერ მოესწრო. პატარას ელენე ჰქვია, თუმცა ლოლიტას ეძახიან. განოს და კოტეს ლოლიტას გარდა, ტასო და თარაში ჰყავთ. იმის მიუხედავად, რომ ორსულობის დროს, კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, რასაც განო მელითაური დღემდე მძიმედ განიცდის, პატარა ლოლიტა ჯანმრთელი და ლამაზი დაიბადა.

ლივ გეიხმანი

მომღერალი ქეთა თოფურია 16 ივნისს დედა გახდა, მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ოლივია (ლივი) დაარქვა. პატარა ამერიკაში გაჩნდა, სადაც ქეთა მშობიარობამდე რამდენიმე თვით ადრე გაემგზავრა. ოლივიას აღზრდაში ქეთა მთლიანად არის ჩართული. როგორც თავად განაცხადა, პატარას ვერ მონათლავს, რადგან ქეთას მეუღლე ლევ გეიხმანი ებრაელია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია