კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:29 / 09-01-2016
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე" - რას ყვებიან თანაგუნდელები "გუნდის კაც" ზაზა ფაჩულიაზე ESPN-ის სტატიაში
გავლენიანი ამერიკული სპორტული გამოცემა espn.com ზაზა ფაჩულიას ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი ტიმ მაკმაჰონი წერს, რომ ფაჩულიამ, "დალას მავერიკსის" კლუბში გადასვლით, გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა.

"ვიცი, რომ ეს მოულოდნელი იყო ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე, - ამბობს ფაჩულია espn.com-თან საუბარში, - არ მინდა ცუდად ვახსენო გუნდები, სადაც ადრე ვიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის განმავლობაში ეს საუკეთესო ადგილია. წინა გუნდთან ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. აქ კი ჩემთვის განსხვავებული სიტუაციაა, გუნდი მიმართულია მხოლოდ გამარჯვებისკენ, მხოლოდ წარმატებისკენ. ჩემი მოსაზრებით, ეს
ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მივიღე ასეთი შედეგები. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აქ ვარ", - ყვება ფაჩულია.

როგორც ტიმ მაკმაჰონი წერს, "დალას მავერიკსში" ნამდვილად არ ეგონათ, რომ ფაჩულია ასეთ შედეგებს აჩვენებდა. მისი თანაგუნდელი დირკ ნოვიცკი ყვება, რომ ფაჩულიას თამაშზე არაფერი იცოდა და ზაზამ მას თავისი საუკეთესო თამაშების ვიდეორგოლები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა. სტატიის ავტორი წერს, რომ ეს სავსებით გასაგებია, რადგან ადრე ქართველი კალათბურთელი შედარებით დაბალშედეგიან გუნდებში - "ორლანდოში", "ატლანტასა" და "მილუოკიში" თამაშობდა და იშვიათად ჩნდებოდა გავლენიანი გამოცემების გვერდებზე.

როგორც espn.com წერს, მას შემდეგ, რაც 21 წლის ასაკში ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოუქსში" გადავიდა, პირველად ხდება, რომ ის მუდმივად გუნდის სასტარტო შემადგენლობაშია. 2006-2007 წლების შემდეგ ფაჩულიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. "ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, - განმარტავს რიჩარდ კარლაილი, "დალას მავერიკსის" მთავარი მწვრთნელი, - მიხვდა, როგორ უნდა ითამაშოს ეფექტურად ჩვენს სისტემაში, მოსწონს გამოწვევა და ყოველთვის ცდილობს, გამოწვევას გამარჯვებით უპასუხოს".

სტატიის ავტორი წერს, რომ ფაჩულია თანაგუნდელებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დირკ ნოვიცკი ქართველ კალათბურთელს "უმნიშვნელოვანეს" თანაგუნდელს უწოდებს. ამ მოსაზრებას იზიარებს ყველა სპორტსმენი, რომელსაც ზაზასთან ოდესმე უთამაშია. "ის უანგარო ადამიანია, ოღონდ კი გუნდმა გაიმარჯვოს, ის ერთნაირად ბედნიერია მაშინ, როცა 0 ქულას იღებს და მაშინაც, როცა ორმაგი დუბლი აქვს. ის გუნდის კაცია", - ამბობს ნოვიცკი.

სტატიის ავტორის შეფასებით, "მავერიკსის" გულშემატკივრებისთვის ზაზა ფაჩულია ფავორიტია, შესაძლოა საკულტო ფიგურაც კი. "ის ნამდვილი მებრძოლია", - ამბობს "მავერიკსის" მოთამაშე დევინ ჰარისი, რომელიც ფაჩულიასთან ერთად "ატლანტაში" თამაშობდა, - გასახდელ ოთახში ყოველთვის დასისხლიანებული შემოდის და ძირს ეცემა. ზაზას სიმტკიცე სწორედ ის არის, რაც ჩვენს გუნდს სჭირდება", - ამბობს ჰარისი espn.com-თან საუბარში.

მომზადებულია espn.go.com-ის მიხედვით

ხილეთ ვიდეო


როგორ უნდა დაუჭირეთ მხარი ქართველ კაპიტანს, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს!
19:12 / 09-01-2016
gio
0
კალა არც არაფერია. აი კაცი
15:24 / 09-01-2016
არჩილ ხოფერია
0
ძალიან ამაყი ვარ ასეთი თანამემამულე რომ მყავს ! გავუგზავნოთ მხარდაჭერის ხმები http://vote.nba.com/##groupP აქ შეხვალთ P -ზე იპოვით პირველივე ზაზაა და VOTE დააწკაპუნეთ
მსგავსი სიახლეები
”სამშენებლო და სარემონტო მასალები და მშენებლობის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს”
ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ
+VIDEO| ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა
თიკა ალავიძე სულ მალე ელოდება მეოთხე პატარა ფაჩულიას დაბადებას
+VIDEO: ფაჩულიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ
ფაჩულიამ თანაგუნდელები ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე დასასწრებად მოიწვია
"ახლა ფაჩულიას ჩემპიონის ბეჭედი აქვს -კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ცხოვრება უსამართლოა"
+VIDEO| ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:07 / 18-11-2017  Image რომელი ქალაქები დაიტბორება ყინულის დნობის შედეგად - NASA-ს პროგნოზი
მეცნიერებმა პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49