კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:41 / 09-01-2016
14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა
აბაშიძეების ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის კუთვნილება იყო.
აბაშიძის განცხადებით, ნახატს საქართველოსთან ნამდვილად აქვს კავშირი და ის, რომ ის აბაშიძეების სახლში ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.
რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.

იხილეთ ვიდეო


"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არაფერი ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.

მისი თქმით, ის, რომ გიორგი აბაშიძის მიერ ნაყიდი ტილო ვან დეიკს ეკუთვნოდა, ოჯახისთვის უცნობი იყო.

"დედაჩემი არკვევდა ტილოს ავტორს, თუმცა ვერ გაარკვია. შემდეგ ნათესავთან დავრეკეთ ჰოლანდიაში, რომელიც ამას ცდილობდა", - განაცხადა ეკა აბაშიძემ. ამასთან, მან წარმოადგინა დოკუმენტები, მათ შორის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც აღნიშნული ნახატის გაყიდვას უკავშირდება. ეკა აბაშიძემ განაცხადა, რომ ნახატის ამოცნობა მისთვის მარტივია,
You must have Flash Player installed in order to see this player.
რადგან იცის ინიციალი, რომელიც ნამუშევარს თან ერთვოდა. სწორედ აღნიშნული ინიციალით ის აცხადებს, რომ ნახატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მისი თქმით, პირებისგან, რომლებმაც მისგან ნახატი წაიღეს, ცნობილი იყო, რომ ნამუშევარი თურქეთში უნდა გადაეტანათ.

"მალხაზ მახარაძემ მოიყვანა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გაგვაცნო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებად. იგი საუბრობდა, თითქოს ნებართვას იღებდა ნახატის საქართველოდან გატანაზე. თუმცა, ჩემთვის უცნობია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები კულტურის სამინისტროდან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ და განმარტა, რომ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი მისთვის უცნობია, იყვნენ შუამავლები, თუ უბრალოდ გადამყიდველები.

"ინტერპრესნიუსი"
22:56 / 10-01-2016
კარგით რა რა საკომისიო რა 5000 დოლარი სოხუმიდან ბებიას სახლიდან იმისთანა ტილოები გაიტანეს ახლაც მეტირება თანაც ქართველებმა
dato
18:52 / 09-01-2016
ჰუსეინოვს ყველაზე მეტი ჭკუა ქონია ამ თამაშში
tamazi1957
მსგავსი სიახლეები
ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და სხვანაირად დაგანახებთ ცხოვრებას...
იმ გახმაურებულ საქმეებზე გიამბობთ, რომლებიც ძვირადღირებულ მხატვრულ ტილოებს უკავშირდება.
"მაქვს სურათები, სადაც დაფიქსირებულია, რომ დედაჩემის ოჯახში კიდია ეს სურათი ჩარჩოთი"
"გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი... წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს სურათი"
+VIDEO სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ
+VIDEO| სავარაუდოდ, საქართველო კონტრაბანდული გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო
მხატვრებს თვეობით უწევთ სინათლის ჩართვა-გამორთვა, რათა ჩრდილით სასურველი ნახატი მიიღონ (ფოტოგალერეა)
სურათი მხატვრის მიერ 1499 წელს გაკეთებულ ესკიზს ჰგავს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:28 / 24-08-2016  Image "ფაშისტებს გადავურჩი, დისშვილს კი ვერა" - ემიგრანტის წერილი იტალიიდან
"იტალიური" კურიოზი და "ეშმაკისფეხა" ანჯელა...
18:52 / 24-08-2016  Image "ჯერ სცემა, რომ მუცელი მოშლოდა, მერე კი მიატოვა" - "ბომჟი" მამისგან უარყოფილი თბილისელი ექთნის ისტორია
"არსებობს ისტორიები, რომელიც ზღაპარს გავს, მაგრამ რეალურად ის აქ, ჩვენს გვერდით ხდება"
17:37 / 24-08-2016  Image "იბიარდის რისხვა ..." - როგორ ეხმაურებიან სოსო ჯაჭვლიანის სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად წარდგენას ფეისბუქზე
ზვირთად წამოვა იბიარდის სესხები!
22:25 / 24-08-2016  Image მალული სპონსორი- 10 დღეში 1.000 დოლარი მოვაგროვე
სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ცოლადაც ერთ სოფლელ ბიჭს გავყევი.
11:22 / 24-08-2016  Image რას წერს "ზუმბა" მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე: "მსოფლიო დონის წარმატებული მოღვაწე და დიდი ხნის უნახავი სასურველი მეგობარი"
მუსიკოსი ბოლო რამდენიმე წელია საქართველოდან წავიდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49