14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა

14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა

აბაშიძეების ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკა აბაშიძემ განუცხადა, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის კუთვნილება იყო.

აბაშიძის განცხადებით, ნახატს საქართველოსთან ნამდვილად აქვს კავშირი და ის, რომ ის აბაშიძეების სახლში ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.

იხილეთ ვიდეო

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც მარნეულში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არაფერი ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.

მისი თქმით, ის, რომ გიორგი აბაშიძის მიერ ნაყიდი ტილო ვან დეიკს ეკუთვნოდა, ოჯახისთვის უცნობი იყო.

"დედაჩემი არკვევდა ტილოს ავტორს, თუმცა ვერ გაარკვია. შემდეგ ნათესავთან დავრეკეთ ჰოლანდიაში, რომელიც ამას ცდილობდა", - განაცხადა ეკა აბაშიძემ. ამასთან, მან წარმოადგინა დოკუმენტები, მათ შორის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც აღნიშნული ნახატის გაყიდვას უკავშირდება. ეკა აბაშიძემ განაცხადა, რომ ნახატის ამოცნობა მისთვის მარტივია, რადგან იცის ინიციალი, რომელიც ნამუშევარს თან ერთვოდა. სწორედ აღნიშნული ინიციალით ის აცხადებს, რომ ნახატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მისი თქმით, პირებისგან, რომლებმაც მისგან ნახატი წაიღეს, ცნობილი იყო, რომ ნამუშევარი თურქეთში უნდა გადაეტანათ.

"მალხაზ მახარაძემ მოიყვანა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გაგვაცნო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებად. იგი საუბრობდა, თითქოს ნებართვას იღებდა ნახატის საქართველოდან გატანაზე. თუმცა, ჩემთვის უცნობია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები კულტურის სამინისტროდან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ და განმარტა, რომ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი მისთვის უცნობია, იყვნენ შუამავლები, თუ უბრალოდ გადამყიდველები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია