კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:00 / 11-01-2016
თბილისის მეტრო 50 წლისაა - მსოფლიოს ყველაზე ლამაზი, ძველი და გრძელი მეტროპოლიტენები
მეტროპოლიტენი, შემოკლებით მეტრო - რელსებიანი საქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, რომლის გზები უმეტესად, მიწისქვეშ არის განლაგებული. მატარებელთა მოძრაობა მეტროში რეგულარულია, განრიგის მიხედვით. მეტროს საშუალოდ, საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. თითო მატარებელი 4-8 ვაგონს ატარებს. გვირაბის დიამეტრი 5-6 მეტრს შეადგენს. სადგურების პლატფორმები სიგრძეში - 160 მეტრს არ აღემატება, სიგანეში - 16 მ-ს. მეტროპოლიტენის ხაზის ერთი კილომეტრის გაყვანა საშუალოდ, 50 მილიონ აშშ დოლარამდე ჯდება.

დაათვალიერეთ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მეტროსადგურები
იხილეთ ვიდეო| ბევრი რამ, რაც თბილისის მეტროზე ჯერ არ გსმენიათ

მეტრო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც მსოფლიოს მრავალ ქალაქში მილიონობით ადამიანი გადაადგილდება. მეტროს ისტორია სათავეს ლონდონიდან იღებს, სადაც პირველივე დღეს 30.000 ადამიანი გადაიყვანეს. ეს ინოვაცია მალე გახდა მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი და ნიუ-იორკის შემდეგ, 1900 წელს მეტრო პარიზშიც გაიყვანეს, 1902 წელს - ბერლინში.

ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი ხაზების სიგრძის მიხედვით უმსხვილესი მეტროა მსოფლიოში, გაიხსნა 1904 წელს. არსებული ხაზების საერთო სიგრძე 1355 კმ-ს შეადგენს (მათ შორის სამგზავროდ გამოიყენება 1056 კმ). სადგურების ოფიციალური რაოდენობაა - 468, მარშრუტების - 26. მგზავრთა დღიური გამტარობა დაახლოებით, 3 906 849 ადამიანს შეადგენს.

ლონდონი
ლონდონის მეტროპოლიტენი ყველაზე უძველესია მსოფლიოში... 1863 წელს გაიხსნა. 1854 წელს პარლამენტის მიერ მოწონებული აქტით, პედინგტონსა და ფარინგდონის ქუჩას შორის, ქინგს ქროსის გავლით, ე.წ. მეტროპოლიტენის ანუ მიწისქვეშა რკინიგზის აგება დაიწყო, რისთვისაც ახალი ვაგონების დამზადება გახდა საჭირო.
შემდეგ მეტროს ქსელის აგება რამდენიმე წლით უსახსრობის გამო შეჩერდა. ლონდონ-ქალაქის კოოპერაციის იმჟამინდელ ვექილს - ჩარლზ პიერსონს ფინანსების მოსაზიდად, მეტროპოლიტენის აშენებისთვის რამდენიმეწლიანი ლობირება დასჭირდა. 1859 წელს კი ლონდონ-ქალაქის კორპორაციის მესვეურნი ფინანსების გამოყოფაზე მეტროს სქემის შესაქმნელად საბოლოოდ დაიყოლია. სამუშაოები, 1860 წლის თებერვალში დაიწყო ინჟინერ ჯონ ფოულერის ხელმძღვანელობით. პიერსონი მეტროს მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო...

პრაღა
პრაღის მეტროპოლიტენის სიგრძე 59.3 კმ-ია, იქ სულ 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მეტრო მათთვის სწრაფი ტრანზიტის სისტემაა.




ლოზანა
ლოზანა ყველაზე პატარა ქალაქია, რომელსაც მეტროპოლიტენი აქვს... ლოზანაში მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა.


თბილისი

ჩვენთან მეტრო ექსპლუატაციაში ზუსტად 50 წლის წინ, 1966 წლის 11 იანვარს შევიდა და რიგით მეოთხე მეტროს სისტემა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). 22 მოქმედი სადგურია, აქედან 16 გლდანი-ვარკეთილის მიმართულებით არის განლაგებული, ხოლო 6 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა - 26.4 კმ. დედაქალაქის ვაგონებს ორი დეპო - ნაძალადევი და გლდანი ემსახურება, ექსპლოატაციაში 200-მდე ვაგონია. პლატფორმები ხუთს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილისა და სამვაგონიანი საბურთალოს ხაზზე.

პირველი ხაზი

1951 წლის 29 სექტემბერს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობა გადაწყდა. 1952 წლის იანვარში თბილისის მეტრომშენის სამმართველო ჩამოყალიბდა და ერთ წელიწადში პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება დაიწყეს. 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და სხვადასხვა დანიშნულების გვირაბის (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობას შეუდგნენ, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.

1959 წელს კი მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა განახლდა. 1966 წლის 11 იანვარს ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6.3 კმ) ხუთი სადგურით: "დიდუბე", "ელექტროდეპო", "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი".

1985 ნოემბერში ერთდროულად შეიყვანეს ექსპლოატაციაში ორი უბანი - ერთი 3.4 კილომეტრის "დიდუბის" სადგურიდან "თემქამდე" და მეორე 2 კმ სადგურ "სამგორიდან" "ვარკეთილამდე". 1989 წლის იანვარში "სარაჯიშვილი" და "ახმეტელის თეატრი" გაიხსნა.

საბურთალოს (მეორე) ხაზი (5,8 კილომეტრი სიგრძით) 1979 წლის სექტემბერში ამუშავდა, რომელმაც "სადგურის მოედანი" საბურთალოს რაიონს დააკავშირა. პირველი გადაწყვეტილებით, ეს ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც პირველი ხაზის განშტოება, მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა, მეორე გადასასვლელი სადგური - "ვაგზალი 2", რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.

მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო - "ნაძალადევი" (დეპო N1) და "გლდანი" (დეპო N2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი - "გლდანი-ვარკეთილის" ხაზს.

ამასთან, უსახსრობისა და ქვეყანაში არსებული (სხვადასხვა ეტაპზე) ვითარების გამო, ბევრი პროექტი შეჩერდა, რომლებიც თბილისის მეტროპოლიტენის განვითარებისთვის იყო დაწყებული. საბურთალოს ხაზი კუკიისა და სვანეთისუბნის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. სადგურ "თავისუფლების მოედანზე" უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც "თავისუფლების მოედნის" სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით. სადგურ "ავლაბარს" უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი ჰორიზონტალური გვირაბით და ხიდით ბალნეოლოგიურ კურორტთან.

მეტროპოლიტენის ამოქმედება მართლაც მნიშნველოვანი მოვლენა იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მისი მოსახელობისათვის. ცნობილი მსახიობი ვასო გოძიაშვილი ასე გამოეხმაურა ქალაქის ამ სიახლეს: "მე, როგორც თბილისის მოტრფიალეს, უეჭველად მახარებს ქართული მეტროს დაბადება. გამოგიტყდებით, არც კი მჯეროდა, თუ კონკიდან მეტრომდე ასე მცირე დრო დაგვჭირდებოდა".

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:00 / 12-01-2016
ვინმეს არ მოეთხოვება პასუხი კედლების პლასტმასით დაფარვის გამოო?ერთერთ სადგურში ფერმა იყო ჩამოკიდებული რომელიც ჭერს ამაგრებდა და სადაა ახლა ის ფერმა?ახლა ხომ ბედის ანაბარადაა ის სადგური თავისი გადახურვით?
sano
21:44 / 11-01-2016
კი, გრანიტით მოაპირკეთებენ, შპაკლი ვერ გაუსვიათ ნორმალურად.
givi
მსგავსი სიახლეები
ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის
+VIDEO| როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა
დიდუბიდან ახმეტელის მეტროს სადგურის მიმართულებით მეტროპოლიტენი არ მუშაობდა
+VIDEO "ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, დიდუბის მეტროსადგურზე, მამაკაცი ზემოდან დაახტა მეტროს ვაგონს"
ლიანდაგებში 36 წლის ქალი ჩავარდა
ერთხელ ვარკეთილში ჩამოვიდა წყალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:16 / 22-01-2017  Image ქალთა სოლიდარობის აქციები ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში - რას ითხოვს ასი ათასობით დემონსტრანტი
+VIDEO| აშშ-ის დედაქალაქში საპროტესტო აქცია, "ქალების მსვლელობა ვაშინტონში" გაიმართა
18:38 / 22-01-2017  Image სოფო გორელაშვილი ქორწილის დღეს იხსენებს - "თავიდან, როცა მან ცოლობა მთხოვა..."
"სანამ არ დამწერეს ჯვარი და თბილისში არ ჩამოვედი, ვერ გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი"
21:16 / 22-01-2017  Image 170 ათასი მაყურებელი ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ - მომღერალი მათ "მოლაპარაკე ჩუსტებით" პასუხობს
+VIDEO| როგორც აღმოჩნდა, რუს მაყურებელს ადგილობრივი შოუბიზნესის დედოფლის, ალა პუგაჩოვას
11:18 / 21-01-2017  Image ტრამპის ვაჟის ემოცია მამის ინაუგურაციის დღეს
+VIDEO: ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა
16:09 / 01-03-2016  Image რა არ უნდა გააკეთოთ სექსამდე არასდროს
ახალბედებმა ეს წესები აუცილებლად უნდა გაითავისონ იმისთვის, რომ წარუმატებლობის მსხვერპლი
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49