"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად" - როგორია პირველი ლედის ერთი დღე

"პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად" - როგორია პირველი ლედის ერთი დღე

დუშეთში, სადაც პრეზიდენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხოვრების სულ სხვა რიტმია. ტყის პირი, სუფთა ჰაერი და საოცარი პეიზაჟები ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ...

როცა ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება. დუშეთის პატარა სახლის "დიდი დიასახლისი" ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

- საუბარს 2015 წლის შეფასებით დავიწყებ, როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისა და ქვეყნისთვის?

- ყურადღებას გავამახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე - ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს. ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?

- როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი მოვამზადე. საღამოს ბუხარი დავანთეთ და პირველად შევხვდით ახალ წელს თემოსთან ერთად.

- როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს? როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, ძნელია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება...

- თავიდან ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე დადებით მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და სასიკეთო ცვლილებების ხელშეწყობა.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი რამ უცვლელია - დილა თემოზე ზრუნვით იწყება განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია