"ჩემი ხელით დავახრჩობ..." - ლალი ბადურაშვილის ბლიცინტერვიუ

"ჩემი ხელით დავახრჩობ..." - ლალი ბადურაშვილის ბლიცინტერვიუ

"პალიტრანიუსის" რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ.

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 1938 წლის 29 ივნისს დაიბადა. დაამთავრა თბილისის 23-ე საშ. სკოლა, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით, მუშაობდა თსუ-ში კათედრაზე, კ/ს "ქართულ ფილმში" რედაქტორად.ბევრი როლი არ უთამაშია, მაგრამ ყველა დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია... "ბლიცინტერვიუს" კითხვებს ლალი ბადურაშვილი პასუხობს:

-თავისუფლება არის...

-მე მინდა! ეს არ არის თავისუფლება. არის ქცევის ნორმები. აუცილებელია თავუისუფალი აზროვნება, მკვეთრი კრიტიკა, მაგრამ რაღაც ჩარჩოში.

-რამ შეიძლება გაგაბრაზოთ...

-პირველ რიგში უსამართლობას ვერ ვიტან და ეს ჩემი გამოსვლებითაც ცხადდება...

-რაში ვეძებოთ იმედი...

-ამაში უნდა ეძიოთ, რომ ვიღაცას თქვენზე უფრო უკეთესს, თქვენზე უფრო განათლებულს, უფრო ლამაზს, განებივრებულს, კიდევ უფრო უჭირდა და გაძლო. სხვა გამოსავალი არ არის.

-მომენტი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...

-დიდოსტატი! მთლიანად, რა საკვირველია მთლიანად!

-ვერ ვაპატიებ...

-ვერ ვპატიობ,როცა ქვეყნის ინტერესებია უკან! ჩემი ხელით დავახრჩობ, როცა ვხვდები, რომ შეგნებულად მტრობს ქვეყანას!...

იხილეთ ბლიცინტერვიუ ვრცლად PALITRANEWS-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია