"ჯერ პიკის პერიოდი არ დამდგარა" - თბილისის მასშტაბით ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება

"ჯერ პიკის პერიოდი არ დამდგარა" - თბილისის მასშტაბით ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება

თბილისის მასშტაბით, ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა. მისივე ინფორმაციით, გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებების ინტენსივობა, ისევე როგორც მთელს ევროპაში, საქართველოშიც დაბალია.

"თბილისის მასშტაბით ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება. ზოგადი მონაცემებით, თბილისში 300-400 ადამიანის დაავადება ფიქსირდება ხოლმე და ეს მონაცემები შეიძლება ითქვას, რომ დაბალია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ძირითადად ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ცირკულირებს H1N1 პანდემიური ვირუსი. გარდა ამ ვირუსისა, ცირკულირებს ასევე რინო-ვირუსები და რესპირატორული ვირუსები. მისივე თქმით, ჯერ საქართველოში პიკის პერიოდი არ დამდგარა.

"გრიპისმაგვარი დაავადებების პიკის პერიოდი საქართველოში ძირითადად თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში მოდის", - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, ასევე ავადობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში სიარულისგან და ნიღაბი ატარონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია