კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:19 / 14-01-2016
22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია
მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. მისთვის ღვინო შრომასთან, ვაზთან და ბუნებასთან ასოცირდება. ამჟამად "ილიუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა. ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, საჯარო პოლიტიკა ძალიან ეხმარება უფრო მოქნილი გახდეს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.

22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. "მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩვენი ვენახები იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს, ღვინოც ადგილზე იყიდებოდა, თუმცა ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ სხვა დატვირთვაც მოგვცა. ყველა, ვინც კი სინჯავდა, ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა მას. ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" გადააქციეს ბრენდად", - იხსენებს ბაია აბულაძე.

ქალი მეღვინე - როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა ქალი მეღვინე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. "როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, ყველა კეთილად განეწყობა ჩემს
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმართ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მგულშემატკივრობს. ჩემთვის დიდი გამოწვევა, სწავლასთან, სამსახურთან და ძმის მოვლასთან ერთად დიდი დრო დავუთმო ყველა დეტალს. მეღვინეობაში არსებობს ასეთი ტერმინი - ტერუარი - რაც მოიცავს ყველაფერს, ღვინოსთან დაკავშირებულს: თუ როგორ ადგილზეა გაშენებული ვენახი, როგორ უვლიან, როგორია ტემპერატურა და ტენიანობა, იმასაც კი მოიცავს, ადგილობრივი თვითმმართველობა როგორია, ყველა კომპონენტი ღვინის გემოზე ახდენს გავლენას. მივხვდი, რომ ამ სასმელთან ბევრი რამეა დაკავშირებული ისევე, როგორც ქალთან, უმთავრესი კი მზრუნველობა და სიყვარულია. ტერუარს ისევე, როგორც ქალს, ყველაფერი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი იქნება" განაგრძეთ კითხვა

Georgia's lady winemaker - Baia’s wines already on sale
12:03 / 15-01-2016
გიორგი
0
@ დათო

კი, რუსული "ოტკა რავა არ მაქ "განასინჯი""...... ;DDDDDDDD "კაი რამე დასალევია"....;DDD
09:19 / 15-01-2016
13
0
წარმატებები მაგ საქმიანობაში, მაგრამ რატომღაც პურის მცხობელი გამახსენდა.
მსგავსი სიახლეები
ცნობილ ჰოლივუდელებს ძალიან მოსწონთ მეღვინის როლში ყოფნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:01 / 28-05-2017  Image მუხიანში დასუფთავების მანქანა სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა - თვითმხილველის კადრები ადგილიდან
PHOTO+VIDEO ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია
22:38 / 28-05-2017  Image ვინ არიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 5 შერჩეული კანდიდატი
კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს
09:22 / 28-05-2017  Image რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? - იმედები და მოლოდინები NATO-ზე
"ვფიქრობთ, საქართველო იქნება ნატოს წევრი ქვეყანა"
20:36 / 27-05-2017  Image მსახიობი, რომელსაც გიორგი სააკაძის როლი ჩამოართვეს - "კოსტუმებიც მორგებული ჰქონდა, როცა "ზევიდან" მოვიდა ბრძანება..."
კინოში მისი მოსვლა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს დაემთხვა
14:01 / 27-05-2017  Image რას უწერს "ფეისბუქში" გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუას "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურის შემდეგ
"ის გოგო არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ კარგად იცეკვა"
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49