22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია

22 წლის ქართველი მეღვინე გოგონა, რომელმაც საკუთარი სახელი ბრენდად აქცია

მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. მისთვის ღვინო შრომასთან, ვაზთან და ბუნებასთან ასოცირდება. ამჟამად "ილიუნის" საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა. ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, საჯარო პოლიტიკა ძალიან ეხმარება უფრო მოქნილი გახდეს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე.

22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი "ბაიას ღვინო" ცოტა ხნის წინ შექმნა. "მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩვენი ვენახები იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს, ღვინოც ადგილზე იყიდებოდა, თუმცა ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ სხვა დატვირთვაც მოგვცა. ყველა, ვინც კი სინჯავდა, ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა მას. ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი "აწარმოე საქართველოში" გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ "ბაიას ღვინო" გადააქციეს ბრენდად", - იხსენებს ბაია აბულაძე.

ქალი მეღვინე - როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა ქალი მეღვინე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. "როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, ყველა კეთილად განეწყობა ჩემს მიმართ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მგულშემატკივრობს. ჩემთვის დიდი გამოწვევა, სწავლასთან, სამსახურთან და ძმის მოვლასთან ერთად დიდი დრო დავუთმო ყველა დეტალს. მეღვინეობაში არსებობს ასეთი ტერმინი - ტერუარი - რაც მოიცავს ყველაფერს, ღვინოსთან დაკავშირებულს: თუ როგორ ადგილზეა გაშენებული ვენახი, როგორ უვლიან, როგორია ტემპერატურა და ტენიანობა, იმასაც კი მოიცავს, ადგილობრივი თვითმმართველობა როგორია, ყველა კომპონენტი ღვინის გემოზე ახდენს გავლენას. მივხვდი, რომ ამ სასმელთან ბევრი რამეა დაკავშირებული ისევე, როგორც ქალთან, უმთავრესი კი მზრუნველობა და სიყვარულია. ტერუარს ისევე, როგორც ქალს, ყველაფერი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი იქნება" განაგრძეთ კითხვა

Georgia's lady winemaker - Baia’s wines already on sale

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია